უსაფრთხოების თანამშრომელი

აშენდი აგრო საქართველო

  • თეთრიწყარო
  • ცვლებში
  • 850ლ - 850ლ /თვიურად
  • მარ 28 - აპრ 28
  • აგრო სერვისები
  • გამოცდილების გარეშე

ვაკანსიის დეტალები

შპს „აშენდი აგრო საქართველო“ წარმოადგენს სრული ციკლით მომუშავე მეღორების კომპლექსს, რომელიც მდებარეობს თეთრიწყაროს რაიონში და კომპლექსის გაფართოებასთან ერთად ეძებს შესაბამის კადრებს: უსაფრთხოების თანამშრომლის  პოზიციაზე.

პირობები:
# ადგილმდებარეობა: თეთრიწყაროს რაიონი, სოფელი ასურეთი;
# ტრანსპორტირებას და კვებას უზრუნველყოფს კომპანია;
# ანაზღაურება 850 net;
# სამუშაო განაკვეთი: 24 საათიანი ცვლა, 3 დღეში ერთხელ;

მოვალეობები:
# ფერმის ტერიტორიაზე არსებული კამერების კონტროლი;
# გამოვლენილი უსაფრთხოების დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღება/გატარება;

პიროვნული მახასიათებლები:
# კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;
# დეტალებზე ორიენტირებული;
# ყურადღებიანი;
# მოწესრიგებული;
# თავაზიანი;

აუცილებელი მოთხოვნა: 
თანამშრომლებს, რომლებიც დასაქმდებიან ჩვენთან, არ უნდა ჰყავდეთ სახლში ღორი, არ უნდა ჰქონდეთ კონტაქტი რაიმე ფერმასთან, სასაკლაოსთან და ისეთ დაწესებულებებთან, სადაც ჰყავთ ცხოველები, ასევე ეს ეხება მის ოჯახის წევრებს და იმ ნათესავებსა და ახლობლებს, რომლებთანაც აქვთ კონტაქტი კვირაში ორჯერ მაინც!

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: HR@ashendi.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება “ უსაფრთხოების თანამშრომელი“ რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელითა და გვარით. 

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შპს „აშენდი აგრო საქართველო“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას.