დანკინი

  • თბილისი
  • სასტუმროები და რესტორნები
  • 0322 55 75 57
  • dunkin@nes.ge

კომპანიის შესახებ

დღეისათვის, Dunkin’ მსოფლიოს არომატული ყავით, მრავალფეროვანი დონატებით, კრუასანებითა და უგემრიელესი სენდვიჩებით მასპინძლობს. ისტორია კი დაიწყო 70 წლის წინ, როდესაც ბილ როზენბერგმა 1950 წელს, პირველი რესტორანი გახსნა ქუინსში, მასაჩუსეტსის შტატში. დღეს დანკინი 12 000-ზე მეტ ობიექტს ითვლის 45 ქვეყანაში და ამაყობს, რომ არის მსოფლიოს წამყვანი კომპანია რესტორნების ინდუსტრიაში.

 

2014 წლის ოქტომბერში ხელი მოეწერა ამერიკული რესტორნების ქსელ Dunkin’-ის განვითარების ხელშეკრულებას საქართველოში. Dunkin’ არის საერთაშორისო ბრენდი, რომლის ღირებულებები სრულ თანხვედრაში მოდის ვისოლ ჯგუფის ღირებულებებთან.

 

ამჟამად, საქართველოში Dunkin’ 9 ქალაქში 57 რესტორნითაა წარმოდგენილი.

 

ჩვენი მიზანია ქართველ მომხმარებელს მივაწოდოთ კვების ინდუსტრიაში საუკეთესო ხარისხი და ადგილობრივ ბაზარზე წარმოვადგინოთ მსოფლიო ლიდერი რესტორნების ქსელი.