ქონექთი

  • თბილისი
  • ტრანსპორტი და ავტობიზნესი
  • 0322 19 33 39
  • hr@connect.com.ge

კომპანიის შესახებ

ქართული ბრენდი ქონექთი 2014 წლიდან ოპერირებს ადგილობრივ ბაზარზე. ნავთობკომპანია აერთიანებს 95-ზე მეტ ობიექტს მთელი საქართველოს მასშტაბით, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ მიიღონ EURO-5 სტანდარტების შესაბამისი მაღალი ხარისხის პროდუქცია. საწვავის ხარისხი სრულად შეესაბამება ქვეყანაში არსებულ საკანონმდებლო მოთხოვნებს. კომპანია საწვავის იმპორტს ახორციელებს ევროპის ნავთობმწარმოებელი ქვეყნებიდან. კომპანია ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე, შესაბამისად ვცდილობთ დავიცვათ მომხმარებლების ინტერესები და მუდმივად ვაკონტროლოთ ჩვენს ქსელში გაყიდული საწვავის ხარისხი. კომპანიაში ამ ეტაპზე დასაქმებულია 600-ზე მეტი თანამშრომელი, რომელთა ყოველდღიური ძალისხმევით კომპანია ცდილობს მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქცია და მომსახურება.