ვებ გვერდის ადმინისტრატორი
პრაგმა
- თბილისი
- სრული განაკვეთი
- კონკურენტული
- მარ 25 - აპრ 25
- აუთსორს სერვისები
- გამოცდილების გარეშე
პრაგმა - პროფესიონალებით დაკომპლექტებული კომპანიაა, რომლის ძირითადი საქმიანობაა ორგანიზაციების დამხმარე პროცესების მართვა და აუთსორს მომსახურება.
ჩვენ წარმატებით ვმოღვაწეობთ 2018 წლიდან და გიწვევთ შემოურთდე ჩვენს მზარდ გუნდს!
კომპანიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლია გაეცნოთ ვებ.გვერდზე: www.pragma.ge.
ვაცხადებთ ვაკანსიას ვებ გვერდის ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
# კომპანიის ვებ-გვერდების მართვა და განვითარება მარკეტინგული სტრატეგიისა და ინიციატივების შესაბამისად;
# ვებ-გვერდების კონტენტის მომზადებაში აქტიური ჩართულობა კომპეტენციის ფარგლებში;
# ვებ-გვერდების კონტენტის მართვა და ოპტიმიზაცია: პროდუქციის დამატება, რედაქტირება, სიახლეების, აქციების, სხვადასხვა ტიპის ინფორმაციების განთავსება;
# ვებ-გვერდების გამართული ტექნიკური მუშაობის კონტროლი და დეველოპერებთან კოორდინირებული მუშაობა აღნიშნულის უზრუნველსაყოფად;
# საძიებო სისტემების რეიტინგისა და ორგანული ტრაფიკის გაუმჯობესების მიზნით დაგვემილ პროექტებში ჩართულობა კომპეტენციის ფარგლებში;
# ვებ-გვერდებიდან მიღებული შეკვეთების კოორდინაცია შესაბამის სამსახურებთან;
# შესრულებული სამუშაოს შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება მარკეტინგის მენეჯერისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
# უმაღლესი განათლება კომპიუტერული მეცნიერების, საინფორმაციო ტექნოლოგიების ან მარკეტინგის სფეროში;
# WordPress-ის ძრავზე აწყობილ საიტებზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
# საოფისე პროგრამების ცოდნა;
# ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
# ვებ-ანალიტიკის ინსტრუმენტების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო პირობები:
# სამუშაო რეჟიმი/გრაფიკი: სრული, 09:00-18:00 მდე, კვირაში 5 სამუშაო დღე;
# სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი, ეთერ ბოცვაძის ქ. #4; "ქებული კლიმატის" სათავო ოფისი;
სოციალური პაკეტი:
# ჯანმრთელობის დაზღვევა;
# Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
# ლანჩით უზრუნველყოფა;
# ყოველთვიური ავანსით სარგებლობა (სურვილის შემთხვევაში);
# კორპორაციული ნომერი;
# პარკინგი;
შრომითი ხელშეკრულების ფორმა და ვადა:
# წერილობითი ხელშეკრულება 1 წლით, აქედან პირველი 6 თვე გამოსაცდელი ვადა.
# ხელშეკრულების შემდგომი გაგრძელება: შრომის კოდექსით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად;
საბუთების მიღება:
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@pragma.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება
კონკურსის პირობები და ეტაპები:
# კანდიდატები შეირჩევიან მოკლე სიისა და გასაუბრების საფუძველზე;
# დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. კომპანია ბოდიშს უხდის ყველა კანდიდატს, რომ მათი ინფორმირება ვერ მოხდება ინდივიდუალურად;
გაცნობებთ, რომ ვახორციელებთ კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
დასაქმებულის უფლებები:
როგორც წინასახელშეკრულებო, ასევე დასაქმების შემდგომ პერიოდში თანამშრომელი სარგებლობს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით. კომპანია იცავს და ემორჩილება დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის პრინციპს.