ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი

პრაგმა

  • თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • კონკურენტული
  • მარ 25 - აპრ 25
  • აუთსორს სერვისები
  • გამოცდილების გარეშე
ვაკანსიას ვადა გაუვიდა!

ვაკანსიის დეტალები

პრაგმა - პროფესიონალებით დაკომპლექტებული კომპანიაა, რომლის ძირითადი საქმიანობაა ორგანიზაციების დამხმარე პროცესების მართვა და აუთსორს მომსახურება. 

ჩვენ წარმატებით ვმოღვაწეობთ 2018 წლიდან და გიწვევთ შემოურთდე ჩვენს მზარდ გუნდს!   

კომპანიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლია გაეცნოთ ვებ.გვერდზე: www.pragma.ge
ვაცხადებთ  ვაკანსიას  ციფრული მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე. 

ძირითადი მოვალეობები:
# კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიისა და გეგმის იმპლემენტაციაში ჩართულობა კომპეტენციის ფარგლებში;  
# ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა;  
# ციფრული მარკეტინგის მიმართულებით განსახორციელებელი პროექტების ინიცირება, დაგეგმვა და მართვა; 
# კომპანიის ციფრული არხების მართვა და განვითარება (არ იგულისხმება მომხმარებლებთან კომუნიკაცია);  
# ციფრულ არხებში ბრენდის ცნობადობის, მომხმარებელთა ჩართულობისა და გაყიდვების წახალისების უზრუნველყოფა გუნდთან ერთად;  
# სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, ბიუჯეტირება და კალენდრის შედგენა;  
# საკომუნიკაციო აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;  
# ვებ-გვერდის სარეკლამო კონტენტის შექმნაში მონაწილეობის მიღება კომპეტენციის ფარგლებში; 
# Meta-ის, Google ads-ის და სხვა სარეკლამო პლატფორმების მეშვეობით სარეკლამო აქტივობების განხორციელება და მათ ოპტიმიზაციაზე მუდმივი ზრუნვა;  
# ციფრული მარკეტინგული კამპანიების ეფექტურობის მონიტორინგი, შედეგებისა და მომხმარებელთა ქცევის ანალიზი, შესაბამისი ანგარიშების მომზადება; 
# საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის მონიტორინგი და მართვა; 
# შესრულებული სამუშაოს შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება მარკეტინგის მენეჯერისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
# უმაღლესი განათლება მარკეტინგის/ ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;  
# მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ციფრული მარკეტინგის მიმართულებით; 
# ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე.

სამუშაო პირობები:
# სამუშაო რეჟიმი/გრაფიკი: სრული, 09:00-18:00 მდე, კვირაში 5 სამუშაო დღე;
# სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი, ეთერ ბოცვაძის ქ. #4; "ქებული კლიმატის" სათავო ოფისი;

სოციალური პაკეტი:
# ჯანმრთელობის დაზღვევა;
# Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
# ლანჩით უზრუნველყოფა;
# ყოველთვიური ავანსით სარგებლობა (სურვილის შემთხვევაში);
# კორპორაციული ნომერი;
# პარკინგი;

შრომითი ხელშეკრულების ფორმა და ვადა:
# წერილობითი ხელშეკრულება 1 წლით, აქედან პირველი 6 თვე გამოსაცდელი ვადა.
# ხელშეკრულების შემდგომი გაგრძელება: შრომის კოდექსით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად;

საბუთების მიღება:
# თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@pragma.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება 

კონკურსის პირობები და ეტაპები:
# კანდიდატები შეირჩევიან მოკლე სიისა და გასაუბრების საფუძველზე;
# დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. კომპანია ბოდიშს უხდის ყველა კანდიდატს, რომ მათი ინფორმირება ვერ მოხდება ინდივიდუალურად;
# გაცნობებთ, რომ ვახორციელებთ კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

დასაქმებულის უფლებები:
როგორც წინასახელშეკრულებო, ასევე დასაქმების შემდგომ პერიოდში თანამშრომელი სარგებლობს  შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით. კომპანია იცავს და ემორჩილება დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის პრინციპს. 

ვაკანსიას ვადა გაუვიდა!