პირადი მომსახურების მენეჯერი

უნისონი

  • თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • კონკურენტული
  • აგვ 25 - სექ 25
  • ჯანდაცვა და ესთეთიკური მედიცინა
  • 1 წელი
ვაკანსიას ვადა გაუვიდა!

ვაკანსიის დეტალები

სადაზღვევო კომპანია „უნისონი“ დაფუძნდა 2011 წელს და დროის მცირე მონაკვეთში ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოთამაშედ იქცა. სადაზღვევო სფეროში, მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, ძლიერი საერთაშორისო პარტნიორებითა და მრავალფეროვანი პროდუქტებით „უნისონმა“ სწრაფად და ადვილად მოიპოვა მომხმარებლის ნდობა და ბაზრის სოლიდური წილი. 

ჩვენი მისიაა ყოველდღიურად მზარდი რისკების ფონზე უზრუნველვყოთ საკუთარი მომხმარებლების სტაბილურობა და სიმშვიდე, ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზე, 

ჩვენ გვჯერა, რომ პროგრესს თავისუფალი და განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანები ქმნიან და ვეძებთ გუნდის ახალ წევრს პირადი მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
# სამედიცინო განაცხადის მიღება;
# დაზღვეულისთვის სახელშეკრულებო  პირობებზე ინფორმაციის მიწოდება და კონტრაქტით გათვალისწინებული სხვა მომსახურებებით სარგებლობის ორგანიზება;
# საჭიროების შემთხვევაში კლინიკიდან დოკუმენტაციის გამოთხოვა;
# ოჯახის ექიმთან ვიზიტზე ჩაწერა;
# ვიწრო სპეციალისტის კონსულტაციაზე მიმართვების გაცემა;
# ლაბორატორიულ-ინსტრუმენტალურ კვლევებზე მიმართვების გაცემა (დანიშნულების ფურცლით);
# დადგენილი პრიორიტეტების მიხედვით მედიკამენტებზე მიმართვის გაცემა დანიშნულების ფურცლის საფუძველზე და დანიშნულების ფურცლის პროგრამული ასახვა;
# გაცემული მიმართვების გაგზავნა პროვაიდერ კლინიკაში ელექტრონულად;
# საჭიროების შემთხვევაში დაზღვეულთან დაკავშირება და მისთვის ინფორმაციის მიწოდება;
# ასანაზღაურებლად წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვა, პროგრამულად ასახვა, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების თანახმად და ვადებში ანაზღაურება;
# დაზღვეულისთვის გადაწყვეტილების გაცნობა;
# პაკეტით გათვალისწინებული სხვადასხვა სერვისების (სპეც.კვლევები, ექთნის პატრონაჟი და ა.შ) დაორგანიზება;

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
# უმაღლესი სამედიცინო განათლება;
# ამავე ან მომიჯნავე სფეროში 1 წლიანი გამოცდილება;
# ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;
# კომპიუტერული პროგრამები - Outlook , Word , Excel;

პიროვნული უნარებ-ჩვევები:
# ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
# დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
# გუნდური მუშაობის უნარი;
# პასუხიმგებლობის მაღალი გრძნობა;

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ  რეზიუმე (CV) იმეილზე:  vacancy@unison.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.   

„უნისონი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და წარმატებას გისურვებთ

 

ვაკანსიას ვადა გაუვიდა!