ბუღალტერი
ბიოდიზელი ჯორჯია ✅
- თბილისი
- სრული განაკვეთი
- კონკურენტული
- მაი 23 - ივნ 23
- მშენებლობა/წარმოება
- გამოცდილების გარეშე
ჰოლდინგი „ბიოდიზელი ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერის პოზიციაზე ქალაქ თბილისში.
სამუშაო საათები: ორშ.-პარ. : 10:00 – 19:00
ანაზღაურება: კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
# ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების შესრულება;
# საბუღალტრო პროგრამა ORIS-ში მუშაობა;
# პირველადი დოკუმენტების შედგენა და დამუშავება (ინვოისი, მიღება-ჩაბარება, ანგ.ფაქტურა და ა.შ);
# სახელფასო უწყისების წარმოება და გატარება;
# ოპერაციების სისწორის მონიტორინგი, საბანკო გადარიცხვების განხორციელება;
# სხვა ბუღალტრული გატარებები კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე;
# დებიტორ-კრედიტორების დავალიანების კონტროლი;
# საბუღალტრო რეპორტების მომზადება;
# მთავარი ბუღალტერის დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
# უმაღლესი განათლება ფინანსებში/ეკონომიკაში;
# კომპანიაში ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
# საბუღალტრო პროგრამა ORIS-ში მუშაობის საფუძვლიანი - პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება სავალდებულოა;
# ბუღალტერთა და აუდიტორთა პროფესიული მომზადების დამადასტურებელი სერტიფიკატი (სასურველია AССA-ის სერტიფიკატი);
# ბუღალტერის სასერტიფიკაციო გამოცდების სერტიფიკატები;
# ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების კვალიფიციური ცოდნა;
# კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Word, Excel,);
# საგადასახადო კანონმდებლობის კვალიფიციური ცოდნა;
# წერილობითი კომუნიკაციის და ანგარიშების მომზადების უნარი;
# ინგლისური ენის ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
# ანალიტიკური აზროვნება;
# დროის ეფექტურად მართვის უნარი-სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზების და მონიტორინგის უნარი;
# დეტალებისადმი ორიენტირებულობა;
გთხოვთ, მხოლოდ იმ დაინტერესებულმა კანდიდატებმა, რომლებსაც გააჩნიათ საბუღალტრო პროგრამა ORIS-ში მუშაობის საფუძვლიანი - პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@biodiesel.ge გთხოვთ ველში subject მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.