დაბრუნებების საწყობის სპეციალისტი

G&A GROUP

  • თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • კონკურენტული
  • მაი 24 - ივნ 24
  • ვაჭრობა/დისტრიბუცია
  • გამოცდილების გარეშე
ვაკანსიას ვადა გაუვიდა!

ვაკანსიის დეტალები

 შპს "G&A GROUP"-ი წარმოადგენს ლოჯისტიკურ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც 2012 წლიდან ახორციელებს ბრენდი ,,ნობათის’’ გაყინული ხორცპროდუქტების იმპორტს და "რერა"-სა და ,,ხინდას’’ ნახევარფაბრიკატების წარმოება - დისტრიბუციას საქართველოს ბაზარზე. 

შპს "G&A GROUP" აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში დაბრუნებების საწყობის სპეციალისტის პოზიციაზე: 

# ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი. დემეტრე თავდადებულის 29
# სამუშაო განაკვეთი: სრული 

ძირითადი მოვალეობები:
# დაბრუნებული პროდუქციის მიღება, მითვლა და დასაწყობების ორგანიზება სახეობების მიხედვით.
# საწყობში არსებული ნაშთების კონტროლი; ჩამოსაწერი პროდუქციის დროული აღრიცხვა, ინფორმაციის მიწოდება წარმოების ბუღალტერზე .
# საწყობის საერთო მოწესრიგებულობის კონტროლი,  შეუსაბამობების აღმოჩენისას შესაბამისი სამსახურების ინფორმირება პრობლემის აღმოფხვრის ღონისძიებების ჩასატარებლად;
# კომპანიის ინვენტარის კონტროლი;

მოთხოვნები:
# უმაღლესი განათლება;
# საწყობში მუშაობის მინიმუმ 1  წლიანი სამუშაო გამოცდილება;
# საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
# დეტალებზე ორიენტირებულობა;
# პასუხისმგებლობის გრძნობა;
# გუნდური მუშაობის უნარი;
# ორგანიზებულობა;
# ლოგიკური აზროვნება;
# სწრაფად ათვისების უნარი;

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@gagroup.com.ge    სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ან დაგვიკავავშირდით ნომერზე: 595399993

პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "G&A GROUP"-ისთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "G&A GROUP -მა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს "G&A GROUP -მა  შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: hr@gagroup.com.ge. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს "G&A GROUP -სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს G&A GROUP -ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე  შეტყობინება არ განიხილება, როგორც შპს G&A GROUP -ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.

 

ვაკანსიას ვადა გაუვიდა!