ვაკანსიის დეტალები
კერძო დაცვის კომპანია მაგისტრი აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერი-ს პოზიციაზე ქალაქ თბილისში
კომპანიის აღწერა: 20 წლიანი გამოცდილების და ხარისხის ოქროს ჯილდოს მფლობელი, კერძო დაცვის კომპანია ,,მაგისტრი“ უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის დაცვის სერვისებს სხვადასხვა ობიექტებისა და კლიენტებისთვის, რაც ჩვენი თანამშრომლების პროფესიონალიზმისა და გამოცდილების დამსახურებაა.
კომპანიის გაფართოების გამო, ჩვენი გუნდი ეძებს კვალიფიციურ და მოტივირებულ ფინანსურ მენეჯერს
ვალდებულებები:
- კომპანიის სრული ფინანსური აღრიცხვა;
- ფინანსური ანგარიშგების (ბალანსი, მოგებისა და ზარალის ანგარიში, ფულადი ნაკადების ანგარიში) მომზადება და ანალიზი;
- ბიუჯეტირება და პროგნოზირება;
- კომპანიის ხარჯებისა და შემოსავლების კონტროლი, ფინანსური ნაკადების ოპტიმიზაცია;
- კომპანიის მიზნების მიღწევისათვის ფინანსური სტრატეგიების შემუშავება და დანერგვა;
- ბანკებთან, საგადასახადო ორგანოებთან და აუდიტორებთან თანამშრომლობა;
- ფინანსური დისციპლინისა და ბუღალტრული ანგარიშგების დაცვაზე კონტროლი;
- ფინანსურ საკითხებზე ხელმძღვანელობისათვის ანგარიშებისა და რეკომენდაციების მომზადება.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბუღალტრული აღრიცხვის დარგში;
- მსგავს თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;
- ბუღალტრული და საგადასახადო აღრიცხვის ცოდნა;
- ფინანსური პროგრამებისა და აღრიცხვის ავტომატიზაციის სისტემებთან მუშაობის უნარი;
- ანალიტიკური უნარ-ჩვევები;
- დისციპლინირებულობა, კომუნიკაბელურობა და გუნდში მუშაობის უნარი;
- ფინანსური აღრიცხვისა და საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა.
ჩვენ გთავაზობთ:
- კონკურენტუნარიან ხელფასს;
- ოფიციალურ დასაქმებასა და სოციალური გარანტიებს კანონმდებლობის შესაბამისად;
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობებს;
- მეგობრულ კოლექტივსა და კომფორტულ სამუშაო პირობებს;
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
თუ აკმაყოფილებთ მოთხოვნებს და გსურთ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოაგზავნეთ რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე magistri@magistri.ge . წერილის თემაში მიუთითეთ “ფინანსური მენეჯერი”.
ტელეფონი: +995 577310373
მისამართი: თბილისი, შავიშვილის ქ.N7