ლოჯისტიკისა და გაყიდვების მენეჯერი

მინერალი

  • თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1.000ლ - 2.000ლ /თვიურად
  • აპრ 11 - მაი 11
  • ენერგორესურსები და სასარგებლო წიაღისეული
  • გამოცდილების გარეშე

ვაკანსიის დეტალები

შპს „მინერალი“, საქართველოს მაშტაბით ფუნქციონირებს 2012 წლიდან და არის ერთ-ერთი წამყვანი საწარმო, რომელიც აწარმოებს ინერტულ მასალას სამშენებლო მიმართულებით აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკისა და გაყიდვების  მენეჯერის პოზიციაზე:

სამუშაო პირობები:
# ანაზღაურება - გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში 1000 ლარი (1 თვე), შემდგომ 2000 ლარი, მომვალაში ზრდის შესაძლებლბით;
# სამუშაო საათები: 10:00-18:00;
# მისამართი: თბილისი, ნუცუბიძის 127;

სამუშაო ფუნქცია-მოვალეობები:
# ლოჯისტიკის პროცესების მართვა
# კონკურენტული ბაზრის შესწავლა/ანალიზი;
# სატრანსპორტო და ლოჯისტიკურ კომპანიებთან პროცესის კოორდინირება;
# გადაზიდვების ეფექტური, შეუფერხებელი ორგანიზება და განხორციელება;
# პროდუქციის სრული ლოჯისტიკური ციკლის დაგეგმვა/ორგანიზება/შესრულება;
# მომსახურე კომპანია/ფიზიკური პირების მოძიება;
# მომხმარებელთა ბაზის მუდმივი განახლება და განვითარება;
# ნაშთების და მარაგების კონტროლი და მონიტორინგი;
# ნაშთების და მარაგების შესახებ ყოველკვირეული ინფორმაციის მიწოდება დირექტორისთვის;
# საწყობის აღრიცხვის ნაწილში აქტიური ჩართულობა;
# მომსახურე კომპანია/ფიზიკურ პირებთან შესაბამისი ანაზღაურების, ჩარიცხვის კონტროლი, შეთანხმებისა და მიღება-ჩაბარებების გაფორმება;
# სხვადასხვა სახის კორესპონდენციისა და ანგარიშების მომზადება;
# ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;
# დადასტურებული შეკვეთების აღსრულება წინასწარ შეთანხმებული პირობებით;
# მიმდინარე შეკვეთების კონტროლი და მუდმივი სტატუს რეპორტინგი;
# არსებულ პარტნიორ სატრანსპორტო კომპანიებთან და საწყობებთან ურთიერთობა;
# ახალი პარტნიორების მოძიება და მოლაპარაკებების წარმოება;
# კონკურენტებისა და სამომხმარებლო ბაზრის ტენდენციების იდენტიფიცირება;
# ბრენდ სტრატეგიისა და ბიუჯეტირების შემუშავება;
# ბაზარზე პროდუქციის ცნობადობისა და მასზე მოთხოვნის ზრდის უზრუნველყოფა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხების გამოყენებით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
# უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ან სამართლის მიმართულებით;
# ლოჯისტიკის სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
# ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
# კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
# მართვის მოწმობა B კატეგორია;

ჩვენ გთავაზობთ:
# კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
# მეგობრულ გარემოს;
# სტაბილურ სამუშაოს;
# ჯანმრთელობის დაზღვევას;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: gio.xajo145@gmail.com  

წერილის სათაურში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 30 აპრილი 2024 წ.