სარეკლამო ხელოსანი

FLEXMEDIA

  • თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1.400ლ - 2.000ლ /თვიურად
  • მარ 27 - აპრ 27
  • სარეკლამო სერვისები
  • 1 წელი

ვაკანსიის დეტალები

კომპანია   ‘’FLEXMEDIA’’   2012 წლიდან  მოღვაწეობს ქართულ სარეკლამო ბაზარზე. მისი  ძირითადი მიმართულებებია: სტუდიური დეკორაციების დამზადება;  ფართოფორმატიანი ბეჭდვა; პრომო მომსახურება; დიზაინი;  გარე რეკლამა; ლაზერით გრავირება; სტიკერი;

სარეკლამო კომპანია  “FLEXMEDIA’’  აცხადებს ვაკანსიას  სარეკლამო ხელოსნის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
# წარმოებაში მიმდინარე პროექტების აწყობა/დამზადება;
# მოცულობითი ასოების დამზადება/სტიკერის დაკვრა/ბანერის მონტაჟი;
# პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ტიპის მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
# სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება (უმჯობესია სარეკლამო მიმართულება);

პიროვნული უნარ-ჩვევები:
# ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
# შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
# სიახლეების ადვილად ათვისების უნარი;
# პრობლემების გადაწყვეტის უნარი;
# გუნდურად მუშაობის უნარი.

პირობები:
# კომპანია უზრუნველყობს თანამშრომელთა კვებას;
# ანაზღაურება  -  1400-2000  ლარი;
# კომპანიის სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა;
# სამუშაო განაკვეთი:  სრული;
# ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, ვაჟა-ფშაველას 1/43;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@flexmedia.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - სარეკლამო ხელოსანი. 

 

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან. 
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის ! 

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება  6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.