ზოგადი და პროფესიული ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი

  • ★ პრემიუმი

ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი

  • ბათუმი
  • სრული განაკვეთი
  • კონკურენტული
  • მარ 21 - აპრ 21
  • განათლება და მეცნიერება
  • გამოცდილების გარეშე
  • ★ პრემიუმი
ვაკანსიას ვადა გაუვიდა!

ვაკანსიის დეტალები

ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი, აცხადებს ვაკანსიას ზოგადი და პროფესიული ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტის  პოზიციაზე, ბათუმისა და ქუთაისის სკოლებისთვის. 

 

ქართულ - ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი, ერთ-ერთი ლიდერი საგანმანათლებლო ქსელია საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით აერთიანებს  სამ უმსხვილეს კამპუსს ქ. თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.

 „პროგრესი“ 2002 წელს დაარსდა  და ლიცენზირებულია ორმაგი ავტორიზაციით: სახელმწიფო და ამერიკული სკოლებისა და კოლეჯების უმაღლესი საბჭოს - „College Board”-ის მიერ. 

 „პროგრესს“ ასევე მოპოვებული აქვს ამერიკული უმაღლესი სკოლის აკრედიტაცია „Advanced,“ ამერიკული სკოლების მააკრედიტირებელი ორგანოს მიერ.

ეს ყოველივე „პროგრესს“ ანიჭებს ოფიციალურ უფლებამოსილებას ასწავლოს ინტეგრირებულად ორმაგი სტანდარტითა და კურიკულუმით და გასცეს ამერიკული უმაღლესი სკოლის ატესტატი/დიპლომი საქართველოში! 

ამავდროულად ქართველ და უცხოელ მოსწავლეებს სკოლის პერიოდშივე აქვთ საშუალება მოემზადონ ამერიკული წინა-საუნივერსიტეტო პროგრამებისთვის და ჩააბარონ საგნობრივი AP გამოცდები, რომელიც საერთაშორისო უნივერსიტეტებში აღიარებულია კრედიტებად! 

მოსწავლეთა წარმატებულ მომავალზე ზრუნვა, მათი მუდმივი განვითარება სწავლის პროცესში დასავლური სტანდარტების ინტეგრირებითა და ამერიკის უნივერსიტეტში სწავლის ხელშეწყობა ბრენდის მთავარი და უწყვეტი მისიაა!

# დეტალური ინფორმაცია პროგრესის საქმიანობის შესახებ, იხილეთ: https://www.schoolprogress.ge/ 
# ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 2
# დატვირთვა: სრული.

პოზიციისათვის აუცილებელი მოთხოვნები:
# აკადემიური უმაღლესი განათლება;
# სასურველია კვალიფიკაცია განათლების მიმართულებით;
# სკოლაში მუშაობის გამოცდილება ;

პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
# ჩართულობა სკოლის  ძირითადი და დამხმარე პროცესების შეფასების პროცესში  პროცესის დოკუმენტებზე დაყრდნობით;
# ჩართულობა სკოლის პროცესებთან/კურიკულუმებთან დაკავშირებული რისკების შეფასების პროცესში;
# სკოლის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის მიზნით ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების შემუშავებაში მონაწილეობა;
# ავტორიზაციის, პროგრამების დამატების/კვოტის გაზრდის/მისამართის ცვლილების პროცესებთან დაკავშირებით განაცხადების მომზადებასა და შესაბამის ადმინისტრაციულ წარმოებასთანდაკავშირებულ პროცესებში მონაწილეობის მიღება;
# პროგრამის განხორციელების ხარისხის შეფასების შედეგების გაანალიზების პროცესში მონაწილეობის მიღება;
# ვერიფიკაციის პროცესში მონაწილეობა, დადგენილი წესის კალენდარული გეგმის მოდულთან შესაბამისობის შემოწმება პროგრამის შეფასების პროცესში;
# პროფესიული სტუდენტებისათვის კვალიფიკაციის მინიჭებამდე, დადგენილი წესის მიხედვით, პროფესიულ სტუდენტთა სტატუსთან და შეფასებასთან დაკავშირებით არსებული დოკუმენტაციისა და რეესტრის ბაზის ანალიზი, პროცესების ვერიფიკაცია;
# პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შეფასების მიზნით, პროფესიულ სტუდენტთა რეგისტრაციის, ჩარიცხვის, კვალიფიკაციის მინიჭების, სტატუსის შეჩერება/შეწყვეტის, მობილობის, დასაქმების სტატისტიკის ანალიზი;
# პერსონალის საქმიანობის შეფასების და პროფესიული განვითარების საჭიროებათა კვლევაში მონაწილეობის მიღება;
# პროგრამის ხელმძღვანელთა კონსულტირება პროფესიული საგანმანთლებლო პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით;
# ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმის შესაბამისად, მონაწილეობა დაწესებულების რესურსების რეგულარულ შეფასებასა და განვითარებაში;
# პროფესიულ სტუდენტთა/მსმენელთა კმაყოფილების, პროფესიული განათლების მასწავლებელთა, დამსაქმებელთა გამოკითხვა ხარისხის მართვის სამსახურის უფროსთან შეთანხმებული კვლევის ინსტრუმენტებით;
# თვითშეფასების ელექტრონულ ბაზის მართვა;
# უშუალო უფროსის ხელმძღვანელობით ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის დანერგვა პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამებთან მიმართებაში.

ზოგადი  განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
# ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის მიზნით ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების შემუშავებაში მონაწილეობა;
# ავტორიზაციის, კვოტის გაზრდის/მისამართის/ფართის ცვლილების, სასკოლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესებთან დაკავშირებით განაცხადების მომზადებასა და შესაბამის ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებულ პროცესებში მონაწილეობის    მიღება;                                                                                        
# ვერიფიკაციის პროცესში მონაწილეობა,
# მოსწავლეთა და მათ კანონიერ წარმომადგენელთა მასწავლებელთა, გამოკითხვის ჩატარება, ჩართულობა გამოკითხვის შედეგების ანალიზის საფუძველზე რეკომენდაციების შემუშავება სასწავლო პროცესის,  კურუკულუმის სრულყოფასთან  დაკავშირებით;
# ჩართულობა სკოლის  ძირითადი და დამხმარე პროცესების შეფასების პროცესში  პროცესის დოკუმენტებზე დაყრდნობით;
# ჩართულობა სკოლის პროცესებთან/კურიკულუმებთან დაკავშირებული რისკების შეფასების პროცესში;
# სკოლის პროცესების/კურიკულუმების შეფასების, წლიური სამოქმედო გეგმის შედგენის პროცესში და ცალკეული აქტივობების დამოუკიდებლად განხორციელება; ჩართულობა  დასკვნის შედგენის, რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის პროცესში;
# გენერალური დირექტორის ზეპირი და წერილობითი მითითებების შესრულება, რომელიც არ იწვევს ინტერესთა კონფლიქტს სკოლის სტრუქტურული ერთეულების/ თანამდებობრივი პოზიციების ფუნქცია - მოვალეობებთან მიმართებაში.

სამართლებრივი აქტების ცოდნა:
სამუშაოზე მიღებისას მოთხოვნილი აქტები და სხვა:
# „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი;
# ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
# „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 01 ოქტომბრის  №99/ნ  ბრძანება;
# საქართველოს შრომის კოდექსი;

კომპეტეცია/პიროვნული მახასიათებლები: 
# სწავლებისა და შეფასების მეთოდოლოგიის ცოდნა;
# კვლევების მეთოდოლოგიის ცოდნა და უნარი;
# ქართულ ენაზე გამართული წერითი და ზეპირი მეტყველება;  
# კომპიუტერული პროგრამების ფლობა ( (Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft PowerPoint);
# ანალიტიკური აზროვნების უნარი;
# საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი;
# გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
# კომუნიკაციის კარგი უნარი;
# დეტალებზე ორიენტირებულობა;
# პასუხისმგებლობის გრძნობა;
# კომუნიკაციის კარგი უნარი;
# გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო გამოცდილება:
# განათლების მიმართულებით მინიმუმ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება.

ანაზღაურება:
# აზღაურება განისაზღვრება კანდიდატთან შეთანხმებით საკონკურსო კრიტერიუმების შესაბამისად. 

განაცხადის შემოტანის პროცესი:

აპლიკანტებმა საკუთარი რეზიუმე (СV) უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrbatumi@schoolprogress.ge ან/და  hrkutaisi@schoolprogress.ge მეილის სათაურში გთხოვთ მიუთითოთ თანამდებობის დასახელება. დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 579333370

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 2 აპრილი. 

ორგანიზაცია გასაუბრებისთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებს.

სკოლა პროგრესი მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
აპლიკანტთა დოკუმენტაციის განხილვისას სრულად იქნება დაცული საქართველოს კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ. 

 

ვაკანსიას ვადა გაუვიდა!