HR მენეჯერი

  • ★ პრემიუმი

ბერმელი ✅

  • ბათუმი
  • სრული განაკვეთი
  • კონკურენტული
  • მარ 20 - აპრ 20
  • ვაჭრობა/დისტრიბუცია
  • გამოცდილების გარეშე
  • ★ პრემიუმი
ვაკანსიას ვადა გაუვიდა!

ვაკანსიის დეტალები

შპს მისო "ბერმელი " აცხადებს  ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე  ქ. ბათუმში 

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
# კომპანიის თანამშრომელთა აღრიცხვა, საშტატო ერთეულების მიხედვით ცვლილებების განხორციელება.
# ბრძანებების წარმოება;
# ტაბელის მართვა;
# შვებულებების, საავადმყოფო ფურცლის, გაცდენების, დღისა და საათების უნებართვო გაცდენების კონტროლი და აღრიცხვა.
# ზეგანაკვეთურით (შრომის კოდექსის შესაბამისად) მუშაობის შემთხვევაში (თუ იქნება ასეთი) ინფორმაციის მიწოდება თანამშრომელზე.
# საჭირო დისციპლინარული ღონისძიებების გატარება (გაფრთხილება საყვედური და სხვ.) სამუშაო დღის/საათის უნებართვოდ გაცდენის შემთხვევაში.
# მონიტორინგის მართვა:
# ტაბელის მონაცემების შედარება ბრძანებებთან და პირიქით.
# სამუშაო დღისა და სამუშაო საათების უნებართვო გაცდენის აღმოფხვრაზე მუშაობა.
# თანამშრომელთა კორპორატიული ნომრებით უზრუნველყოფა და ამ ნომრებით მუშაობის ორგანიზაციის სრულყოფა.
# ადმინისტრაციაში შემოსული და გასული კორესპონდენციების დამუშავებისა და მოძრაობის უზრუნველყოფა, ადმინისტრაციის საქმისწარმოების ორგანიზება, ხელმძღვანელობა, კოორდინაცია და კონტროლი.
# შემოსული და გასული კორესპონდენციებზე ნომრის დასმა/გატარება, გადამისამართება საჭიროებისამებს შესაბამის დეპარტამენტთან/თანამშრომელთან.
# ცნობებისა და ნებართვებზე შემოსული განცხადებების განხილვა და პასუხის, ბრძანების ან ცნობის მომზადება.საჭიროების შემთხვევაში განცხადების განხილვა განყოფილების უფროსებთან და დირექტორთან.
# ეროვნული ბანკიდან შემოსულ მეილებზე პასუხის გაცემა.
# თანამშრომელთან მინდობილობების გაკეთება.
# შემოსული დოკუმენტების მოთხოვნების შესრულება დირექტორის რეზოლუციის, ადრესატებზე ცნობების საფუძველზე.
# გასული დოკუმენტების გატარებისა და გაგზავნის უზრუნველყოფა.
# დოკუმენტაციის დალაგება შინაარსის მიხედვით - ფაილინგი.
# ჩატარებული სამუშაოების შესახებ ანგარიშების მომზადება.

ძირითადი მოთხოვნები:
# უმაღლესი განათლება ;
# მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ;
# კომპიუტერული საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა. აუცილებელია ექსელში მუშაობის გამოცდილება.
# ქართული ენის სრულყოფილად ფლობა და გამართული მეტყველება;
# ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები: 
# პრინციპების დაცვით საქმიანობის წარმართვის უნარი.
# პირადი და კომპანიის რესურსების ეფექტიანი  განაწილების უნარი;
# პრიორიტეტების განსაზღვრის, პასუხისმგებლობის აღების უნარი;
# გუნდური მუშაობის უნარი;
# მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
# კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი;

სამუშაო პირობები:
# სამუშაო საათებია: 10:00-18:00 სთ, შაბათი 09:20-14:20;
# სამუშაო დღეები: 6 სამუშაო დღე;
# ანაზღაურება - კვალიფიკაცის შესაბამისად;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმოაგზავნოთ  თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@bermeli.ge გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (HR მენეჯერი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

მობილური:    568 700 300 

 

ვაკანსიას ვადა გაუვიდა!