სტაჟიორი ლაბორატორიაში
ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია
- ბათუმი
- სტაჟირება
- კონკურენტული
- მარ 19 - აპრ 19
- მშენებლობა/წარმოება
- გამოცდილების გარეშე
“ჰაიდელბერგცემენტი” საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ცემენტის და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპში (1) და რუსთავში (2), ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. ჰაიდელელბერგცემენტი კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. ბეტონის პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდა. ამჟამად ჰაიდელბერგცემენტი ბეტონის 15 ქარხანას ითვლის.
შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ აცხადებს სტაჟირებას ქ. ბათუმში არსებული ბეტონის ქარხნის ლაბორატორიაში, დასაქმების პერსპექტივით.
# სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი;
# სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (შაბათი და კვირა დასვენება);
# სამუშაო საათები: 09:00 – 18:00 სთ;
# ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 2;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
# სამშენებლო ობიექტებიდან ბეტონის სინჯების ტრანსპორტირება ქარხანაში და ანალიზების ჩატარებაში მონაწილეობის მიღება.
# ქარხანაში შემოსული სხვადასხვა ნედლეულის ფიზიკურ-მექანიკური პარამეტრების შემოწმება მენტორის დახმარებით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
# უმაღლესი ან პროფესიული განათლება სამშენებლო სფეროში;
# MS Office მუშაობის გამოცდილება;
# პასუხისმგებლობის გრძნობა;
# გუნდური მუშაობის უნარი;
არსებული ბენეფიტები:
# საქმიანობის როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ნაწილის შესწავლა.
# ტრენინგები სამუშაოს კვალიფიციურად შესასრულებლად.
# ჯანმრთელობის კერძო დაზღვევა საუკეთესო პირობებით.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელ.მისამართზე: vacancy@heidelbergcement.ge (ასევე, შეგიძლიათ შეავსოთ და გამოგვიგზავნოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა).
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - სტაჟიორი ლაბორატორიაში (ბათუმი).
გისურვებთ წარმატებას!
თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"-სთვის ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"-ს მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 3 წლის ვადით.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"-მ შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით.
შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს „დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.