ფილიალის მენეჯერი

  • ★ პრემიუმი

შირნჰოფერი

  • თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1.200ლ - 1.500ლ /თვიურად
  • მარ 18 - აპრ 18
  • ვაჭრობა/დისტრიბუცია
  • გამოცდილების გარეშე
  • ★ პრემიუმი
ვაკანსიას ვადა გაუვიდა!

ვაკანსიის დეტალები

ხორცპროდუქტების კომპანია schirnhofer  აცხადებს  ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ჩვენ გთავაზობთ:
# ანაზღაურებას - 1200 ლარს + ბონუსი;
# კარიერული ზრდის სწრაფ შესაძლებლობას;
# მდიდარ კორპორაციულ კულტურასა და მეგობრულ სამუშაო გარემოს.

ფუნქცია-მოვალეობები:
# სავაჭრო ობიექტის მიმდინარე საოპერაციო და სავაჭრო პროცესების მართვა/ მონიტორინგი;
# დაქვემდებარებული თანამშრომლების კოორდინირება და მართვა;
# პროდუქციის რეალიზაციის ზრდაზე მუდმივი ზრუნვა და გაყიდვების ანალიზი;
# პროდუქციის მიღებისა და სწორად დასაწყობების პროცესის მონიტორინგი;
# სავაჭრო ობიექტზე წარმოდგენილი პროდუქციის მარაგების კონტროლი და პროდუქციის უწყვეტობის მიზნით, შეკვეთების სწორად წარმოება;
# სავაჭრო ობიექტზე დაგეგმილი აქციების საორგანიზაციო საქმის წარმოება და პროცესის მართვა;
# სავაჭრო ობიექტზე  პროდუქციის  გეგმიური აღწერის წარმოება და მასთან დაკავშირებული სამუშაოების სწორად შესრულების მონიტორინგი;
# სავაჭრო დარბაზში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
# უმაღლესი განათლება;
# სავაჭრო მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
# საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა,
# რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა სასურველია.

პიროვნული თვისებები:
# შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
# პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
# გუნდის მართვის და საქმის დელეგირების უნარი;
# დეტალებზე ორიენტირებულობა და ანალიტიკური აზროვნება;
# დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი.

გახდი ჩვენი გუნდის წევრი!

გამოაგზავნე შენი მონაცემები ელექტრონულ ფოსტაზე: hr.vacancy@thc.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითე ვაკანსიის დასახელება "ფილიალის მენეჯერი".

ვაკანსიას ვადა გაუვიდა!