საწყობის მენეჯერი

GeoPaper

  • თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1.700ლ - 1.700ლ /თვიურად
  • მარ 15 - აპრ 15
  • მშენებლობა/წარმოება
  • გამოცდილების გარეშე
ვაკანსიას ვადა გაუვიდა!

ვაკანსიის დეტალები

კომპანია „GeoPaper“ აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ გვერდს: http://geopaper.ge/ 

ძირითადი მოვალეობები:
# მიღებული და გაცემული პროდუქციის ნაშთების კონტროლი;
# შემოსული პროდუქციის ჩამოცლა;
# სასაწყობე პროდუქციისთვის ადგილის გამოყოფა და დასაწყობება;
# გასაცემი პროდუქციაზე ზედნადების ხელმოწერით უზრუნველყოფა;
# პროდუქციის ვადების კონტროლი;
# ყოველდღიურად საწყობში არსებული ნაშთების დალაგება;
# ყოველდღიური რეპორტინგი ხელმძღვანელთან;
# უშუალო ხელმძღვანელის სხვა მითითებების შესრულება საჭიროების მიხედვით.

აუცილებელი მოთხოვნები:
# სასურველია უმაღლესი განათლება;
# აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
# სასურველია „თვითმცლელის“ მართვის ცოდნა;
# საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:
# დროის მართვის უნარი;
# გუნდის მართვის უნარი;
# პუნქტუალური;
# პასუხისმგებლიანი.

სამუშაო პირობები:
# სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი 10:00 – 18:00 საათი;
# სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, აფრიკის დასახლება, ენუქიძის ქუჩა # 7;
# ანაზღაურება: 1700 ლარი + კვარტლური ბონუსი;

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@geopaper.ge ელ.ფოსტის სათაურში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება, 

 

გისურვებთ წარმატებას!

„რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ჯეპ-ის მიერ,  საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.  პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანს წარმოადგენს კანდიდატის შესაბამისობის დადგენა ვაკანსიის მოთხოვნებთან, გასაუბრებაზე  დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება, ამასთან რეზიუმე შეინახება არაუმეტეს 12 თვის ვადით.“

 

ვაკანსიას ვადა გაუვიდა!