გაყიდვების სპეციალისტი

აგროტექნო

  • თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 800ლ - 1.200ლ /თვიურად
  • მარ 13 - აპრ 13
  • ტრანსპორტი და ავტობიზნესი
  • გამოცდილების გარეშე
ვაკანსიას ვადა გაუვიდა!

ვაკანსიის დეტალები

“აგროტექნოში“ გაყიდვების გუნდი ჩვენი კომპანიის წამყვანი ლოკომოტივია და სწორედ ამ გუნდში გაყიდვების სპეციალისტს ვეძებთ, რომელიც:

# შეისწავლის კომპანიის პროდუქციას და სერვისებს;
# მოიძიებს პოტენციურ მომხმარებლებს და შესთავაზებს მათ კომპანიის პროდუქტებს;
# დაგეგმავს და დააორგანიზებს შეხვედრებს პოტენციურ მომხმარებლებთან;
# მომხმარებლის საჭიროების მიხედვით მოამზადებს შეთავაზებას და პრეზენტაციას;
# პერიოდულად განაახლებს მომხმარებელთა ბაზას.

თუ თქვენ გაინტერესებთ გაყიდვები და თქვენ:
# გაქვთ თუნდაც მცირე გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
# ხართ კომუნიკაბელური, დეტალებზე ორიენტირებულ და ორგანიზებული;
# იცით საოფისე პროგრამები, სამუშაო დონეზე;
# იცით უცხო ენა, საკომუნიკაციო დონეზე.
# ადგილმდებარეობა: თბილისი (კახეთის გზატკეცილი მე-15კმ);

სამუშაო პირობები:
# სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი, კვირაში 40 საათი.
# ანაზღაურება: ფიქსირებული 800-1200 ლარი + გაყიდვებიდან ბონუსი (საშუალოდ 500-1000 ლარი)

ჩვენ დაგხვდებათ მეგობრული გუნდი, განვითარების შესაძლებლობა, პროფესიული ტრენინგები და შვებულებით სარგებლობის შესაძლებლობა, თანამშრომლობიდან 3 თვის გასვლის შემდეგ.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr1@at.com.ge არაუგვიანეს 2024 წლის 13 აპრილამდე. გთხოვთ, სათაურის ველში (subject-ში) მიუთითეთ პრზიციის დასახელება - „გაყიდვების სპეციალისტი“.

ვაკანსიას ვადა გაუვიდა!