იურისტი ბათუმში

ბერმელი ✅

  • ბათუმი
  • სრული განაკვეთი
  • კონკურენტული
  • მარ 1 - აპრ 1
  • მიკრო საფინანსო ორგანიზაციები
  • გამოცდილების გარეშე
ვაკანსიას ვადა გაუვიდა!

ვაკანსიის დეტალები

შპს მისო "ბერმელი " აცხადებს  ვაკანსიას იურისტის  პოზიციაზე  ქ. ბათუმში 

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
# ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის (ბრძანებები (საჭიროების შემთხვევაში), განცხადებები, საჩივრები, სარჩელები, შესაგებლები და სხვა) მომზადება/მომზადების პროცედურაში მონაწილეობის მიღება, საჭიროების შემთხვევაში მათი ნოტარიულად დამოწმება.
# სასამართლო წარმომადგენლობა;
# მის პორტფელში არსებული სესხების სწორად დაანგარიშება რესტრუქტურიზაციამდე/ სასამართლოში და აღსრულებაში გადაცემამდე;
# კომპანიის თანამშრომლებისთვის  იურიდიული კონსულტაციის გაწევა;
# საჭიროების შემთხვევაში კორესპონდენციის წარმოება კომპანიის კლიენტებთან ან/და მესამე პირებთან;
# წარმმომადგენლობა ნებისმიერ ადმინისტრაციულ თუ სხვა ტიპის ორგანოებსა და ორგანიზაციებში;
# საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა ხელშეკრულებების შესახებ მოლაპარაკების წარმოება;
# იურიდიული დოკუმენტების აღრიცხვა, დაარქივება, სისტემატიზაცია;
# სხვადასხვა ხელშეკრულებების სამართლებრივი ანალიზი და ექსპერტიზა;
# პრობლემურ დებიტორებთან ურთიერთობა და დებიტორული დავალიანებების ამოღება სამართლებრივი ინსტრუმენტებით;
# საკანონმდებლო ცვლილებებისა და ეროვნული ბანკის რეგულაციების, მისი სიახლეებისა და ცვლილებების გაცნობა და განხორციელება, კომპანიის მუშაობაში დანერგვა;
# ხელმძღვანელის მითითებული დავალებების შესრულება/წარდგენა, შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაციის წარდგენა.
# ხელშეკრულების დამოწმება ნოტარიუსთან:
# რეგისტრირებული იპოთეკების გაუქმება დადგენილი წესის შესაბამისად; 

ძირითადი მოთხოვნები:
# უმაღლესი  იურიდიული განათლება;
# სასურველია მინიმუმ 1 წელი მუშაობის გამოცდილება იურისტის პოზიციაზე;
# აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა ("Microsoft Word”  და " Microsoft Excel”)

პიროვნული თვისებები: 
# პრინციპების დაცვით საქმიანობის წარმართვის უნარი.
# პირადი და კომპანიის რესურსების ეფექტიანი  განაწილების უნარი;
# პრიორიტეტების განსაზღვრის, პასუხისმგებლობის აღების უნარი;
# გუნდური მუშაობის უნარი;
# მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
# კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი;

სამუშაო პირობები:
# სამუშაო საათებია: 10:00-18:00 სთ, შაბათი 09:20-14:00;
# სამუშაო დღეები: 6 სამუშაო დღე.
# ანაზღაურება - კვალიფიკაცის შესაბამისად;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმოაგზავნოთ  თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@bermeli.ge გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

მობილური:   568 700 300 

 

ვაკანსიას ვადა გაუვიდა!