ინგლისური ენის მასწავლებელი

  • ★ პრემიუმი

ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი

  • ბათუმი
  • სრული განაკვეთი
  • კონკურენტული
  • თებ 13 - მარ 13
  • განათლება და მეცნიერება
  • გამოცდილების გარეშე
  • ★ პრემიუმი
ვაკანსიას ვადა გაუვიდა!

ვაკანსიის დეტალები

ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი აცხადებს ვაკანსიას ინგლისური ენის მასწავლებლის და ინგლისურენოვანი ბიოლოგიის ( I-VI კლასების ) მასწავლებლის პოზიციაზე ქალაქ ბათუმში.

ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი ერთ-ერთი ლიდერი საგანმანათლებლო ქსელია საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით აერთიანებს სამ უმსხვილეს კამპუსს ქ. თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.

პროგრესი 2002 წელს დაარსდა და ლიცენზირებულია ორმაგი ავტორიზაციით: სახელმწიფო და ამერიკული სკოლებისა და კოლეჯების უმაღლესი საბჭოს - „College Board”-ის მიერ.  პროგრესს ასევე მოპოვებული აქვს ამერიკული უმაღლესი სკოლის აკრედიტაცია „Advanced,“ ამერიკული სკოლების მააკრედიტირებელი ორგანოს მიერ.

ეს ყოველივე პროგრესს ანიჭებს ოფიციალურ უფლემოსილებას ასწავლოს ინტეგრირებულად ორმაგი სტანდარტითა და კურიკულუმით და გასცეს ამერიკული უმაღლესი სკოლის ატესტატი/დიპლომი საქართველოში! 

ამავდროულად ქართველ და უცხოელ მოსწავლეებს სკოლის პერიოდშივე აქვთ საშუალება მოემზადონ ამერიკული წინა-საუნივერსიტეტო პროგრამებისთვის და ჩააბარონ საგნობრივი AP გამოცდები, რომელიც საერთაშორისო უნივერსიტეტებში აღიარებულია კრედიტებად! 

მოსწავლეთა წარმატებულ მომავალზე ზრუნვა, მათი მუდმივი განვითარება სწავლის პროცესში დასავლური სტანდარტების ინტეგრირებითა და ამერიკის უნივერსიტეტში სწავლის ხელშეწყობა ბრენდის მთავარი და უწყვეტი მისიაა!

🌐 დეტალური ინფორმაცია პროგრესის საქმიანობის შესახებ, იხილეთ:  http://www.schoolprogress.ge/ 

პოზიციისათვის აუცილებელი საკონკურსო მოთხოვნები:
# განათლება: უმაღლესი განათლება 
# გამოცდილება: სასკოლის ასაკის ბავშვებთან მუშაობა (ფორმალურ ან არაფორმალურ გარემოში).

მასწავლებლის ფუქნციები:
# მოსწავლეებთან მუშაობა;
# სამუშაოს განხორციელებისას სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენება; 
# ცოდნის მუდმივი განახლება სხვადასხვა საინფორმაციო წყაროების მეშვეობით;
# სწავლებისთვის განკუთვნილი შესაბამისი ინფრასტრუქტურის საგაკვეთილო პროცესისთვის გამართვა და კოორდინირება;
# სკოლის მიერ ორგანიზებულ კონკურსებში, ჩემპიონატებში და სხვა სახის ღონისძიებებში ჩართულობა;
# მოსწავლეებთან აქტიური კომუნიკაცია;
# პოზიტიური სასწავლო გარემოს ფორმირება და შედეგზე ორიენტირებული საგაკვეთილო პროცესის წარმართვა;
# სხვა კლასებისა და ფილიალების მასწავლებლებთან აქტიური თანამშრომლეობა და მათთან ერთად სასწავლო აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
# საგნის შესაბამის ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში მოსწავლეთა ჩართულობის უზრუნველყოფა.

პიროვნული უნარ-ჩვები:
# ბავშვების სიყვარული;
# საგაკვეთილო პროცესის მრავალფეროვნად დაგეგმვის უნარი;
# ინტერპერსონალური კომუნიკაციის, გუნდური მუშაობისა და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების უნარი;
# საქმისადმი მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
# პრეზენტაბელურობა;
# შემოქმედებითი აზროვნება;
# უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომელთაც აქვთ სწავლების გამოცდილება/ცოდნა;

სამუშაო პირობები:
# ანაზღაურება: ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატთან შეთანხმებით საკონკურსო კრიტერიუმების შესაბამისად;
# სამუშაო დატვირთვა: კვირაში 15 საათი.
# ადგილების რაოდენობა: 5 ;
# საგაკვეთილო ცხრილის შეთანხმება მოხდება შერჩეულ კანდიდატთან.

აპლიკანტებმა საკუთარი რეზიუმე (СV) უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.batumi@schoolprogress.ge მეილის სათაურში გთხოვთ მიუთითოთ თანამდებობის დასახელება.

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 1 მარტი. 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 579 33 33 70

ორგანიზაცია გასაუბრებისთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებს.

სკოლა პროგრესი მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!

 

ვაკანსიას ვადა გაუვიდა!