სოციალური მედიის მენეჯერი
ბიოდიზელი ჯორჯია ✅
- თბილისი
- სრული განაკვეთი
- კონკურენტული
- თებ 12 - მარ 12
- ვაჭრობა/დისტრიბუცია
- გამოცდილების გარეშე
ჰოლდინგი "ბიოდიზელი ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე
# განაკვეთი: სრული
# ანაზღაურება: შეთანხმების საფუძველზე, კვალიფიკაციის შესაბამისად.
# სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
ფუნქცია მოვალეობები:
# სოციალური მედიის არხების მართვა;
# სოციალური მედიის სტრატეგიის გაწერა და აღსრულება;
# საიმიჯო და სარეკლამო პოსტების მომზადება;
# კონტენტის შექმნა სოციალური მედია არხებისთვის;
# პოსტების რეფერენსების მომზადება და ვიზუალის შექმნა-დიზაინი (აუცილებელი პირობა);
# კომპანიის ვებ-გვერდზე და სოციალურ ქსელში მომხმარებელთან კომუნიკაცია;
# კომპანიის კრეატიულ პროცესებში ჩართულობა;
# მომხმარებლებთან კომუნიკაცია და შეტყობინებებზე პასუხის გაცემა;
# კომპანიის სიახლეების შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციის განთავსება;
# სოციალური მედიის არხების სტატისტიკის წარმოება, ანალიზი და რეპორტინგი;
# სოციალური მედიის სფეროში ახალი მიდგომების, ტექნიკებისა და ინსტრუმენტების მოძიება, მათი დანერგვა და განვითარება;
# უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
# მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
# Facebook Ads Manager-ის სრულფასოვნად ცოდნა;
# გრაფიკული პროგრამების ცოდნა (Adobe Photoshop, Adobe Illustrator, Premiere Pro…);
# კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Word, Excel, PowerPoint) ცოდნა;
# „ქოფირაითი“-ს პრინციპებისა და ტექნიკების საბაზისო ცოდნა;
# ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (აუცილებელი პირობა);
# ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (აუცილებელი პირობა);
# გამართულად წერისა და აზრის ლაკონურად, გასაგებად ჩამოყალიბების უნარი (აუცილებელი პირობა);
პიროვნული უნარ-ჩვევები:
# ორგანიზებულობა;
# კომუნიკაბელურობა (აუცილებელი პირობა);
# თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა;
# დროის ეფექტურად მართვის უნარი;
# გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ რეზიუმე გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@biodiesel.ge გთხოვთ სათაურის ველში - subject, მიუთითოთ პოზიცია. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე.