იურისტი

ბიოდიზელი ჯორჯია ✅

  • თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • კონკურენტული
  • თებ 12 - მარ 12
  • ვაჭრობა/დისტრიბუცია
  • გამოცდილების გარეშე
ვაკანსიას ვადა გაუვიდა!

ვაკანსიის დეტალები

ჰოლდინგი "ბიოდიზელი ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე, 
# განაკვეთი: სრული
# ანაზღაურება: შეთანხმების საფუძველზე, კვალიფიკაციის შესაბამისად.
# სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

ფუნქცია მოვალეობები:
# კომპანიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა;
# კომპანიის წარმომადგენლობა, მისი ინტერესების დაცვა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებთან ურთიერთობაში;
# წარმომადგენლობა საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში (სასამართლო, სააღსრულებო და ადმინისტრაციულ ორგანოებში)
# კომპანიის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა მესამე პირებთან ურთიერთობებში;
# იურიდიული კუთხით რისკების იდენტიფიცირებისა და მათი პრევენციის სახით შემცირების უზრუნველყოფა, 
# კომპანიის საქმიანობისთვის საჭირო დოკუმენტაციის, ლიცენზიების ან/და  სხვა საჭირო უფლებების მოსაპოვებლად დოკუმენტაციის მომზადება, სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
# სხვადასხვა სახის ხელშეკრულებების პროექტების შედგენა-მათ სამართლებრივ განხილვაში მონაწილეობის მიღება, შეფასება, ვიზირება, გაფორმება, სისტემატიზაცია; 
# კომპანიის შიდა იურიდიული დოკუმენტაციის მოწესრიგება და მართვა: კომპანიისთვის საჭირო წერილების, ბრძანებების, წესდებების, აქტების, ინსტრუქციების, საჩივრებისა და სხვა საჭირო  იურიდიული პროექტების მომზადების (საქმისწარმოების წესით-შევსება, წარმოება, მოწესრიგება) უზრუნველყოფა; 
# საკანონმდებლო ბაზის ცვლილებებთან დაკავშირებით ხელმძღვანელი პირების დროული ინფორმირება;
# კომპანიის ხელმძღვანელის მიერ, თანამდებობრივი კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებული სამართლებრივი ხასიათის ამოცანების/დავალებების შესრულება.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
# უმაღლესი იურიდიული განათლება (მაგისტრი);
# მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 5 წლიანი გამოცდილება;
# ადმინისტრაციული, შრომის, სამეწარმეო და სამოქალაქო კანონმდებლობის სრულყოფილად ცოდნა;
# საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა სამოქალაქო სამართლის სპეციალობით (სასურველია, ჩაითვლება უპირატესად);
# სავალდებულოა ქართული და სამართლებრივი ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა (გამართული ვერბალური და წერითი უნარ-ჩვევებით) ;
# საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (MS Office) სავალდებულოა;

პიროვნული უნარ-ჩვევები: 
# მოლაპარაკებების წარმოების უნარი; 
# დროის ეფექტურად მართვის უნარი; 
# დატვირთულ სიტუაციაში მუშაობის უნარი; 
# ორგანიზებულობა; კომუნიკაბელურობა;  
# დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი.  

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ  რეზიუმე გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@biodiesel.ge   გთხოვთ სათაურის ველში - subject, მიუთითოთ პოზიცია. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან მოწვეულნი შემდგომ ეტაპზე. 

 

 

ვაკანსიას ვადა გაუვიდა!