სპეცმასწავლებელი

ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი

  • ბათუმი
  • სრული განაკვეთი
  • კონკურენტული
  • თებ 11 - მარ 11
  • განათლება და მეცნიერება
  • გამოცდილების გარეშე
ვაკანსიას ვადა გაუვიდა!

ვაკანსიის დეტალები

ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი აცხადებს ვაკანსიას სპეცმასწავლებლის პოზიციაზე ქალაქ ბათუმში.

ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი ერთ-ერთი ლიდერი საგანმანათლებლო ქსელია საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით აერთიანებს სამ უმსხვილეს კამპუსს ქ. თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.

პროგრესი 2002 წელს დაარსდა და ლიცენზირებულია ორმაგი ავტორიზაციით: სახელმწიფო და ამერიკული სკოლებისა და კოლეჯების უმაღლესი საბჭოს - „College Board”-ის მიერ.

პროგრესს ასევე მოპოვებული აქვს ამერიკული უმაღლესი სკოლის აკრედიტაცია „Advanced,“ ამერიკული სკოლების მააკრედიტირებელი ორგანოს მიერ.

ეს ყოველივე პროგრესს ანიჭებს ოფიციალურ უფლემოსილებას ასწავლოს ინტეგრირებულად ორმაგი სტანდარტითა და კურიკულუმით და გასცეს ამერიკული უმაღლესი სკოლის ატესტატი/დიპლომი საქართველოში!

ამავდროულად ქართველ და უცხოელ მოსწავლეებს სკოლის პერიოდშივე აქვთ საშუალება მოემზადონ ამერიკული წინა-საუნივერსიტეტო პროგრამებისთვის და ჩააბარონ საგნობრივი AP გამოცდები, რომელიც საერთაშორისო უნივერსიტეტებში აღიარებულია კრედიტებად!

მოსწავლეთა წარმატებულ მომავალზე ზრუნვა, მათი მუდმივი განვითარება სწავლის პროცესში დასავლური სტანდარტების ინტეგრირებითა და ამერიკის უნივერსიტეტში სწავლის ხელშეწყობა ბრენდის მთავარი და უწყვეტი მისიაა!

დეტალური ინფორმაცია პროგრესის საქმიანობის შესახებ, იხილეთ: http://www.schoolprogress.ge/

პოზიციისათვის აუცილებელი საკონკურსო მოთხოვნები:
# განათლება: უმაღლესი განათლება მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
# გამოცდილება: ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია).

თანამდებობის მიზანი - მოსწავლეებთან და მათ კანონიერ წარმომადგენლებთან კომუნიკაციის მხარდაჭერა, მათი სწორი ინფორმირება; დამრიგებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს შორის კომუნიკაციის მხარდაჭერა.

ფუნქციები:
|# საჭიროების შემთხვევაში მოსწავლის შეფასების საფუძველზე საგნის მასწავლებელთან ერთად ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა;
# მოსწავლის განვითარების გეგმით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელება წინასწარ განსაზღვრული წესითა და პირობებით;
# სტატუსის არ მქონე ბავშვებთან იდივიდუალური მუშაობა, დაკვირვება რთულ ქცევებზე და შესაბამისი რეაგირება;
# ისგ გეგმის მიზნების მიღწევების შესახებ ანგარიშის წარმოება და წარდგენა ისგ ჯგუფთან;
# საჭიროების შემთხვევაში მასწავლებელთა, კლასის დამრიგებელთა და სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლის მშობელთა/მეურვეთა კონსულტირება;

პიროვნული უნარ-ჩვები:
# MS Office (Word ძალიან კარგი, Excel კარგი, PPT-ძალიან კარგი);
# გუნდური მუშაობის, გუნდის მართვისა და სტრატეგიული დაგეგმარების გამოცდილება;
# ადამიანის ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენისა და მხარდაჭერის უნარი;
# თანადგომისა და ემპათიის უნარი;
# ეფექტური კომუნიკაცია, ნდობის მოპოვებისა და ურთიერთობის დამყარების უნარი;
# მოქნილობა და დამოუკიდებლობა;
# მიმღებლობა განსხვავებული აზრისა და სიახლეების მიმართ;
# დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
# ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
# მოლაპარაკების წარმოების უნარი;~
# დროის ეფექტურად მართვის უნარი;
# გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
# მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
# მაღალი სამუშაო აქტივობა;
# სიახლეებისა და ცვლილებების ინიცირების უნარი.

პირობები:
# ანაზღაურება: ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატთან შეთანხმებით საკონკურსო კრიტერიუმების შესაბამისად;
# სამუშაო დატვირთვა: ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 16:00;
# ადგილების რაოდენობა: 1;

აპლიკანტებმა საკუთარი რეზიუმე (СV) უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.batumi@schoolprogress.ge; მეილის სათაურში გთხოვთ მიუთითოთ თანამდებობის დასახელება.

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 11 მარტი

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: +995 579 333 370

 

ორგანიზაცია გასაუბრებისთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებს.

სკოლა პროგრესი მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!

ვაკანსიას ვადა გაუვიდა!