ძიძა
ფიზიკური პირი
- თბილისი
- სრული განაკვეთი
- კონკურენტული
- თებ 1 - მარ 1
- გამოცდილების გარეშე
ვეძებ ძიძას/ოჯახის წევრს 5 თვის საყვარელი გოგოსთვის გრძელვადიანი თანამშრომლობით, ჩვენი მხრიდან სახლში დაგხვდებათ ძალიან თბილი და მეგობრული გარემო
ლოკაცია: კოჯორი, 300მეტრში ავტობუსის გაჩერებიდან.
სამუშაო პირობები:
# სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი დილის 09:30-დან საღამოს 7 საათამდე;
# შვებულება და დასვენება: 2 კვირიანი შვებულება შეთანხმებით . ყველა ოფიციალურ უქმეებზე დასვენება. უნდა შეეძლოს დამატებითი ანაზღაურების სანაცვლოდ გვიანობამდე;
# დარჩენა (იშვიათად დაგვჭირდება,მაგრამ მაინც წინასწარ რომ შევთანხმდეთ). ასევე საჭიროების შემთხვევაში დასასვენებლად ქალაქგარეთ წამოყოლა;
# ხელფასი: შეთანხმებით (განათლების, კომპეტენციის და გამოციდლების გათვალისწინებით). გამოსაცდელი ვადა 1 თვე.
# ძიძას დაევალება მხოლოდ ბავშვთან დაკავშირებული საქმეები. ოჯახში გვყავს ცალკე საოჯახო საქმეებში დამხმარე.
მოვალეობები:
# ბავშვის ჰიგიენის დაცვა დღის განმავლობაში, რაც მოიაზრებს მაქსიმალური სისუფთავის დაცვას ბავშვისთვის.
# ბავშვის კვებაზე ზრუნვა ყველა წესების დაცვით (მნიშვნელოვანია მშობლის დაწესებულ რაციონს მკაცრად იცავდეს);
# ბავშვთან თამაში ასაკის შესაბამისი აქტივობებით, მის განვითარებაზე ზრუნვა;
# ბავშვის გასეირნება ყოველდღე (ამინდის შესაბამისად).
# ბავშვის დაძინება და ძილის გრაფიკის დაცვა.
მოთხოვნები:
# არ უნდა იყოს მწეველი/ეკრანდამოკიდებული.
# უნდა იყოს მოსიყვარულე, თბილი და ზოგადად უყვარდეს ბავშვებთან კომუნიკაცია;
# უნდა იყოს ენერგიული, რადგან პატარასთან შეძლოს აქტიური თამაში;
# უნდა ჰქონდეს მზაობა მიიღოს მშობლის აღზრდის მეთოდები და გაითვალისწინოს ის, მიუხედავად იმისა ეთანხმება თუ არა მას.
დაინტერესებულმა პირებმა მომწერეთ პირადში, თუ ვინმეს გაუწევთ რეკომენდაციას გთხოვთ დამაკავშიროთ ნომერზე: 551 31 66 44