მონტაჟის სპეციალისტი

FLEXMEDIA

  • თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1.000ლ - 1.400ლ /თვიურად
  • იან 18 - თებ 18
  • სარეკლამო სერვისები
  • გამოცდილების გარეშე
ვაკანსიას ვადა გაუვიდა!

ვაკანსიის დეტალები

კომპანია   ‘’FLEXMEDIA’’   2012 წლიდან  მოღვაწეობს ქართულ სარეკლამო ბაზარზე. მისი  ძირითადი მიმართულებებია: სტუდიური დეკორაციების დამზადება;  ფართოფორმატიანი ბეჭდვა; პრომო მომსახურება; დიზაინი;  გარე რეკლამა; ლაზერით გრავირება; სტიკერი;

# სარეკლამო კომპანია  “FLEXMEDIA’’  აცხადებს ვაკანსიას  მონტაჟის სპეციალისტის პოზიციაზე.
# სამუშაო განაკვეთი: სრული;
# ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, ვაჟა-ფშაველას 1/43;

ძირითადი მოვალეობები:
# სარეკლამო აბრების აწყობა/მონტაჟი;
# საწარმოდან  პროდუქციის გადაადგილების უზრუნველყოფა  და  უშუალოდ  ობიექტზე დამონტაჟება;
# მონტაჟებზე სიარული თბილისში, საჭიროების შემთხვევაში საქართველოს მასშტაბით;
# უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან დამატებითი პროფესიული დავალებების შესრულება;
# პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ტიპის მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
# სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება (უმჯობესია სარეკლამო მიმართულება);
# სავალდებულოა საშუალო განათლება;
# სასურველია  მართვის მოწმობა, B კატეგორია. 

პიროვნული უნარ-ჩვევები:
# ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
# შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
# სიახლეების ადვილად ათვისების უნარი;
# პრობლემების გადაწყვეტის უნარი;
# გუნდურად მუშაობის უნარი.

პირობები:
# კომპანია უზრუნველყობს თანამშრომელთა კვებას;
# ანაზღაურება   -   1000-1400;
# კომპანიის სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@flexmedia.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - მონტაჟის სპეციალისტი.

 

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან. 

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის ! 

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება  6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

 

ვაკანსიას ვადა გაუვიდა!