ჰიდროტექნიკური ნაგებობების ტექნიკური ზედამხედველი

ჯეოექსპერტი

  • თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • კონკურენტული
  • ნოე 28 - დეკ 28
  • მშენებლობა/წარმოება
  • 10 წელი
ვაკანსიას ვადა გაუვიდა!

ვაკანსიის დეტალები

"შპს "ჯეოექსპერტი" აცხადებს მიღებას ჰიდროტექნიკური ნაგებობების ტექნიკური ზედამხედველის პოზიციაზე.

მოთხოვნები:
# უმაღლესი ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსი.
# არანაკლებ 10 წლიანი პროფესიული  სამუშაო გამოცდილება.

მოვალეობები:
# მშენებლობის დაწყებისთანავე დაკონტრაქტებული საპროექტო დოკუმენტაციის შესწავლა, განხილვა.
# მიმდინარე პროექტების ზედამხედველობა და მონიტორინგი;
# მიმდინარე სამუშაოების ხარისხის კონტროლი, სახელმწიფო ნორმებთან და მშენებლობის წარმოების ტექნოლოგიასთან შესაბამისობის შეფასება;
# სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოების, გამოყენებული მასალების, ნაკეთობების და კონსტრუქციების პროექტთან შესაბამისობის კონტროლი;
# მშენებლობის კალენდარული გრაფიკის და შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის კონტროლი;
# კონტრაქტორის მიერ ობიექტზე შემოსული და გამოსაყენებელი მასალების, დანადგარებისა და ნაკეთობების ხარისხის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის (მათ შორის ხარისხის სერტიფიკატების) შემოწმება;
# ყოველდღიური ჟურნალის წარმოება
# საჭიროების შემთხვევაში, უშუალო ხელმძღვანელის დროული გაფრთხილება მიმდინარე პროექტებზე მოსალოდნელი რისკების დადგომის შესახებ (მშენებლობის ვადის გადაწევა, კონტრაქტორის არადამაკმაყოფილებელი მუშაობა);
# ფარული სამუშაოების აქტების მომზადება-დადასტურებაში მონაწილეობის მიღება;

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: Geoexpertvacancy@gmail.com ან დაგვიკავშრდით ნომერზე: 591 15 36 36

სამუშაოს შესასრულებლად საჭირო იქნება სამშენებლო პროექტების ადგილზე ზედამხედველობა, რაც გულისხმობს საკმაოდ ხშირ მივლინებებს მთელი კვირის განმავლობაში. დასაშვებია ასევე, რომ დასაქმებული ცხოვრობდეს რეგიონში და ზედამხედველობას უწევდეს მის რეგიონში არსებულ სამშენებლო ობიექტებს.

ვაკანსიას ვადა გაუვიდა!