
პრისეილერი რუსთავში
ევერესტი 2010
- რუსთავი
- სრული განაკვეთი
- 1.500ლ - 2.000ლ /თვიურად
- ნოე 17 - დეკ 17
- ვაჭრობა/დისტრიბუცია
- გამოცდილების გარეშე
შპს ევერესტი2010 - კვების პროდუქტების სადისტრიბუციო კომპანია აცხადებს ვაკანსიას პრისელერის პოზიციაზე ქ. რუსთავში
მოთხოვნები:
# სასურველია შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ასევე შესაძლებელია სტაჟირება);
# მართვის მოწმობა B კატეგორია;
# პირადი ავტომობილი;
# საგარანტიო ქონება, ავტომობილი ან უძრავი ქონება;
პიროვნული თვისებები:
# პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
# პუნქტუალურობა;
# შრომისმოყვარეობა;
# ენერგიულობა , განვითარებაზე ორიენტირებულობა;
# კომუნიკაბელურობა, მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
# გუნდურობა;
# ახალი სავაჭრო ობიექტების ათვისების უნარი;
# პროდუქციის პრეზენტაციის უნარი;
მოვალეობები:
# პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგი ცოდნა
# სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება გადახდის პირობების ჩათვლით;
# სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი;
# სავაჭრო ობიექტებში შეკვეთის ფორმირება (გაფორმება);
# ქსელის განვითარების შესახებ წინადადებების შემუშავება;
# ახალი კლიენტების მოძიება, ასევე, პოტენციური კლიენტების შესახებ ინფორმაციის მოძიება.
# ანაზღაურება: 1500 ლარი + ბონუსი
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV, შემდეგ მისამართზე: gtc@dsl.ge 17.12.2023-მდე. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.