ცხელი ხაზის საინფორმაციო სამსახური - ოპერატორი
თბილისი ენერჯი
- თბილისი
- სრული განაკვეთი
- კონკურენტული
- ნოე 14 - დეკ 14
- ენერგორესურსები და სასარგებლო წიაღისეული
- გამოცდილების გარეშე
თბილისი ენერჯი აცხადებს ვაკანსიას ცხელი ხაზის საინფორმაციო სამსახური - ოპერატორის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
# საშუალო, სპეციალური ან /და უმაღლესი განათლება;
# მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება (უმაღლესი განათლების არქონის შემთხვევაში);
# ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;
# საოფისე პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე;
დამატებითი მოთხოვნები:
# მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტების ცოდნა;
# მომსახურების სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
ძირითადი მოვალეობები:
# სატელეფონო ზარების მიღება და მომსახურება;
# დაზუსტებული ინფორმაციის გაცემა კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებულ შემდეგ საკითხებზე:
# წყვეტის (გეგმური, არაგეგმური) არსებობის შემთხვევაში – მისი მიზეზი და სავარაუდო ხანგრძლივობა;
# მომხმარებლის მიმდინარე და/ან დაგროვილი დავალიანების ოდენობა და გადახდის ბოლო ვადა;
# დავალიანების გადაუხდელობისთვის გათიშული მომხმარებლის მიერ დავალიანების დაფარვის შემთხვევაში – მომარაგების აღდგენის სავარაუდო დრო და მოთხოვნის შესრულების ეტაპი;
# გადანაწილებული დავალიანების გადახდის გრაფიკის შესახებ ინფორმაცია;
# აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენის წესი და პირობები;
# ახალი მომხმარებლის მიერთების წესი და პირობები;
# საწარმოს მიერ მომხმარებელზე ადმინისტრაციული სახდელის დადების შემთხვევაში, მისი გასაჩივრების წესი და ვადა;
# კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები;
უნარ-ჩვევები:
# მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
# დეტალებზე ორიენტირებულობა;
# გუნდური მუშაობის უნარი;
კონკურსში მონაწილეობისათვის აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს:
# რეზიუმე ქართულ ენაზე (CV);
ჩვენ გთავაზობთ:
# პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
# მეგობრულ გარემოს;
# კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
სამუშაო პირობები:
# სამუშაო განრიგი: ცვლიანობის გრაფიკის შესაბამისად;
# სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი. ა.მიცკევიჩის ქ18ა, კომპანიის ადმინისტრაციული შენობა (გამოსაცდელი ეტაპის შემდეგ საქმიანობას შეძლებთ დისტანციურად);
# ანაზღაურება შეთანხმებით;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ ფოსტაზე: public@te.ge ან vacancies@te.ge (ელ. ფოსტის "subject" ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება);
კომპანიის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ისარგებლოთ ჩვენი ოფიციალური გვერდით სოციალურ ქსელში https://www.facebook.com/EnergyTbilisi/ ან ჩვენი ოფიციალური ვებ-გვერდით https://www.te.ge
გისურვებთ წარმატებას!