
მშენებლობის ხარისხის მართვის სპეციალისტი
თბილისი ენერჯი
- თბილისი
- სრული განაკვეთი
- კონკურენტული
- ნოე 14 - დეკ 14
- ენერგორესურსები და სასარგებლო წიაღისეული
- გამოცდილების გარეშე
თბილისი ენერჯი აცხადებს ვაკანსიას ახალი მშენებლობების ხარისხის მართვისა და კონტროლის სამსახური - მშენებლობის ხარისხის მართვის სპეციალისტის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
# უმაღლესი ან პროფესიული ტექნიკური განათლება;
# ბუნებრივი გაზის სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
ძირითადი მოვალეობები:
# სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული ტექნიკური და სხვა დოკუმენტაციის დადგენილი წესის შესაბამისად წარმოება და აღრიცხვა;
# გაზმომარაგების ქსელების(ახალი მშენებლობების, რეაბილიტაციების, რეკონსტრუქციების) მშენებლობისა და განვითარების ტექნიკური ზედამხედველობა ქვეყანაში მოქმედი სამშენებლო წესებისა და რეგულაციების მიხედვით, ასევე გაზმეურნეობაში მოქმედი ტექნიკური ნორმების და რეგლამენტების სრული დაცვით უზრუნველყოფა;
# კომპანისს მფლობელობაში არსებული გაზსადენი ქსელების სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და ქსელის განვითარებისთვის საინვესტიციო პროექტების ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა;
# ახლადაშენებული და ახლადგაზიფიცირებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღება;
უნარ-ჩვევები:
# მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
# დეტალებზე ორიენტირებულობა;
# გუნდური მუშაობის უნარი;
კონკურსში მონაწილეობისათვის აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს:
# რეზიუმე ქართულ ენაზე (CV);
ჩვენ გთავაზობთ:
# პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
# მეგობრულ გარემოს;
# კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
სამუშაო პირობები:
# სამუშაო განრიგი: ორშაბათი- პარასკევი, 09:00-18:00 საათამდე.
# სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი;
# ანაზღაურება შეთანხმებით;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ ფოსტაზე: public@te.ge ან vacancies@te.ge (ელ. ფოსტის "subject" ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება);
კომპანიის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ისარგებლოთ ჩვენი ოფიციალური გვერდით სოციალურ ქსელში https://www.facebook.com/EnergyTbilisi/ ან ჩვენი ოფიციალური ვებ-გვერდით https://www.te.ge
გისურვებთ წარმატებას!