
შესყიდვების სამსახურის წამყვანი სპეციალისტი
თბილისი ენერჯი
- თბილისი
- სრული განაკვეთი
- კონკურენტული
- ნოე 14 - დეკ 14
- ენერგორესურსები და სასარგებლო წიაღისეული
- გამოცდილების გარეშე
თბილისი ენერჯი აცხადებს ვაკანსია შესყიდვების სამსახურის წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
# უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნეს ადმინისტრირების ან სამართლის მიმართულებით;
# მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
დამატებითი მოთხოვნები:
# ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
# სასურველია სსიპ შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ სერტიფიკატის წარმოდგენა;
ძირითადი მოვალეობები:
# საზოგადოების დანახარჯების შემცირების მიზნით ახალი პოტენციური მიმწოდებლების მოძიება;
# შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების და დამატებითი შეთანხმებების პროექტების შემუშავება, მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება, აგრეთვე გაფორმებული ხელშეკრულებების შესრულებაზე კონტროლი;
# ფინანსურ გადარიცხვებთან დაკავშირებული საბუთების და სხვა დოკუმენტაციის წარდგენა საზოგადოების ბუღალტერიაში, დადგენილი წესის შესაბამისად;
# სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში მიმდინარე კორესპონდენციის მომზადება;
# შემოსული კორესპონდენციის, გადარიცხვების და ხელშეკრულებების რეესტრის წარმოება;
# კომპეტენციის ფარგლებში ბრძანებების პროექტების, წერილების, სამსახურებრივი ბარათების, მოხსენებების და სხვა მასალების მომზადება;
# ფასთა კოტირების საშუალებით შესყიდვის პროცედურების განხორციელება;
კომპიუტერული უნარ-ჩვევები:
# საოფისე პროგრამები;
უნარები:
# მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
# დეტალებზე ორიენტირებულობა;
# გუნდური მუშაობის უნარი;
კონკურსში მონაწილეობისათვის აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს:
# რეზიუმე ქართულ ენაზე (CV);
ჩვენ გთავაზობთ:
# პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
# მეგობრულ გარემოს;
# კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
სამუშაო პირობები:
# სამუშაო განრიგი: ორშაბათი- პარასკევი, 09:00-18:00 საათამდე.
# სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი;
# ანაზღაურება შეთანხმებით;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ ფოსტაზე: public@te.ge ან vacancies@te.ge (ელ. ფოსტის "subject" ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება);
კომპანიის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ისარგებლოთ ჩვენი ოფიციალური გვერდით სოციალურ ქსელში https://www.facebook.com/EnergyTbilisi/ ან ჩვენი ოფიციალური ვებ-გვერდით https://www.te.ge
გისურვებთ წარმატებას!