
სასწავლო ცენტრი - წამყვანი სპეციალისტი
თბილისი ენერჯი
- თბილისი
- სრული განაკვეთი
- კონკურენტული
- ნოე 14 - დეკ 14
- ენერგორესურსები და სასარგებლო წიაღისეული
- გამოცდილების გარეშე
თბილისი ენერჯი აცხადებს ვაკანსიას სასწავლო ცენტრის წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
# უმაღლესი განათლება;
# ელექტრონულ ბაზებთან და დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
# სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
დამატებითი მოთხოვნები:
# ადამიანური რესურსების მართვის მეთოდოლოგიის ცოდნა;
# უცხო ენების ცოდნა;
ძირითადი მოვალეობები:
# კომპანიაში დასაქმების მსურველ კანდიდატთა განცხადებების დამუშავება და მონაცემთა ელექტრონული ბაზების წარმოება;
# კომპანიაში დასაქმების მსურველთა შერჩევის პროცესებში მონაწილეობა (კანდიდატთა ტესტირების და გასაუბრების პროცესების მომზადება და ორგანიზება, შედეგების შეჯამება და ინფორმაციის ელექტრონულ ბაზაში ასახვა);
# დასაქმების მსურველი კანდიდატების სწავლებისა და სტაჟირების პროცესის ორგანიზებაში მონაწილეობა;
# კომპანიის თანამშრომელთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროცესის ორგანიზებაში მონაწილეობა;
# კომპანიის მიერ გამოცხადებული კონკურსების თაობაზე ინფორმაციის განთავსების უზრუნველყოფა კომპანიისა და დასაქმების სააგენტოების ვებ-გვერდებზე;
# გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში შემოსული განაცხადებების დამუშავება და მონაცემთა ელექტრონული ბაზის წარმოება;
# კომპანიაში დასაქმებულთა და დასაქმების მსურველთა სრულყოფილი საინფორმაციო ბაზების წარმოება, სისტემატიზაცია;
კომპიუტერული უნარ-ჩვევები:
# საოფისე პროგრამების ცოდნა;
# დოკუმენტაციის სისტემატიზაცია, აღრიცხვა და წარმოება თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით;
უნარები:
# მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
# დეტალებზე ორიენტირებულობა;
# გუნდური მუშაობის უნარი;
კონკურსში მონაწილეობისათვის აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს:
# რეზიუმე ქართულ ენაზე (CV);
ჩვენ გთავაზობთ:
# პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
# მეგობრულ გარემოს;
# კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
სამუშაო პირობები:
# სამუშაო განრიგი: ორშაბათი- პარასკევი, 09:00-18:00 საათამდე.
# სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი;
# ანაზღაურება შეთანხმებით;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ ფოსტაზე: public@te.ge ან vacancies@te.ge (ელ. ფოსტის "subject" ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება);
კომპანიის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ისარგებლოთ ჩვენი ოფიციალური გვერდით სოციალურ ქსელში https://www.facebook.com/EnergyTbilisi/ ან ჩვენი ოფიციალური ვებ-გვერდით https://www.te.ge
გისურვებთ წარმატებას!