მომსახურების ცენტრი - წამყვანი სპეციალისტი

თბილისი ენერჯი

  • თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • კონკურენტული
  • ნოე 14 - დეკ 14
  • ენერგორესურსები და სასარგებლო წიაღისეული
  • გამოცდილების გარეშე
ვაკანსიას ვადა გაუვიდა!

ვაკანსიის დეტალები

თბილისი ენერჯი აცხადებს ვაკანსია მომხასურების ცენტრის წამყვანის სპეციალისტის  პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

# უმაღლესი განათლება;

სამუშაო გამოცდილება:
# სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;

დამატებითი მოთხოვნები:
# საოფისე პროგრამების (Word, Excel) სრულყოფილი ცოდნა;
# უცხო ენების ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები:
# მომსახურების ცენტრის მიერ მიღებული ლუქების და ტექნიკური მასალების (მრიცხველი, ონკანი, მილი და ა.შ), კონტროლი, გაცემული მასალების თანამშრომლების მიხედვით აღრიცხვა და ჩამოწერა;
# მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში აბონენტის საკონტაქტო მონაცემების, მისამართების, აგრეთვე მის მფლობელობაში არსებული გაზის დანადგარების და მრიცხველების ადგილმდებარეობის (გამოტანილი/შიდა) დაფიქსირება;
# საავარიო გამოძახებების, ასევე ელექტრონულ ფოსტაზე შემოსული დავალებების კონტროლი, რეაგირებისთვის შესაბამის თანამშრომლებზე გადაცემა და მიღებული ზომების დროულად ასახვა შესაბამის ელექტრონულ საშუალებებში (114, ქოლცენტრი, ელ.ფოსტა და სხვა). შესასრულებელი სამუშაოების სხვა სტრუქტურულ ერთეულზე გადაცემის მიზნით ტელეფონოგრამების შედგენა/გადაგზავნა;
# გეგმური/არაგეგმური შემოწმებების აღრიცხვა შესაბამის ელექტრონულ ბაზაში, მიღებული ტექნიკური და სხვა დოკუმენტაციის რეგისტრაცია/დაარქივება და საჭიროების შემთხვევაში დოკუმენტების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისთვის გადაცემა;
# მომსახურების ცენტრის თანამშრომლების სამუშაო დროის აღრიცხვის ტაბელის მომზადება;
# შემოსული კორესპონდენციის შესრულების ვადების კონტროლი, პასუხის მომზადება და კანცელარიის პროგრამაში ატვირთვა;
# სამსახურებრივი/მოხსენებითი ბარათების მომზადება და არსებული წესის შესაბამისად დარეგისტრირება/გადაგზავნა;
# სხვადასხვა ელექტრონულ ბაზებსა და პროგრამებში (SAP, RS.GE და ა.შ) ინფორმაციის დროულად ასახვა და მასთან დაკავშირებული პროცესების მართვა;
# ბილინგის მონაცემთა ბაზაში არსებულ მონაცემებში ცვლილების შეტანის მიზნით (კატეგორიის ცვლილება, აბონენტის გაუქმება/გააქტიურება, მარშრუტების ცვლილება და ა.შ) საჭირო დოკუმენტებისა და ინფორმაციის შეგროვება, დადგენილი წესით შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისთვის გადაცემა;
# საცალო მომხმარებელზე დარიცხული დავალიანების გადახდის განაწილვადების ხელშეკრულების მომზადება და ეტაპობრივი გადახდის გრაფიკის ბილინგის მონაცემთა ბაზაში ასახვა;
# კომპეტენციის ფარგლებში აბონენტების დავალიანებების შესწავლა, მათი პირადი ისტორიების ანალიზი, აგრეთვე მომხმარებლებთან წამოჭრილი სადავო საკითხების განხილვაში მონაწილეობის მიღება;
# სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დოკუმენტაციის სრულყოფილად, დროულად და დადგენილი წესის შესაბამისად შევსება;

უნარები:
# მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
# დეტალებზე ორიენტირებულობა;
# გუნდური მუშაობის უნარი;

კონკურსში მონაწილეობისათვის  აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს:
# რეზიუმე ქართულ ენაზე (CV);

ჩვენ  გთავაზობთ:
# პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
# მეგობრულ გარემოს;
# კარიერული ზრდის შესაძლებლობას;

სამუშაო პირობები:
# სამუშაო განრიგი: ორშაბათი- პარასკევი,  09:00-18:00 საათამდე.
# სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი;
# ანაზღაურება შეთანხმებით;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ რეზიუმე  გამოაგზავნოთ ელ ფოსტაზე: public@te.ge ან vacancies@te.ge (ელ. ფოსტის "subject" ველში  მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება);

კომპანიის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ისარგებლოთ ჩვენი ოფიციალური გვერდით სოციალურ ქსელში https://www.facebook.com/EnergyTbilisi/  ან ჩვენი ოფიციალური  ვებ-გვერდით   https://www.te.ge 

გისურვებთ წარმატებას!

 

 

 

ვაკანსიას ვადა გაუვიდა!