
მომსახურების ცენტრი - კონტროლიორი
თბილისი ენერჯი
- თბილისი
- სრული განაკვეთი
- კონკურენტული
- ნოე 14 - დეკ 14
- ენერგორესურსები და სასარგებლო წიაღისეული
- გამოცდილების გარეშე
თბილისი ენერჯი აცხადებს ვაკანსიას მომსახურების ცენტრის - კონტროლიორის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
# საშუალო /პროფესიული ან უმაღლესი განათლება;
დამატებითი მოთხოვნები:
# საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარი;
# სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
ძირითადი მოვალეობები:
# დავალიანების მქონე აბონენტებისათვის გაზით მომარაგების შეწყვეტა და მათი შემდგომი ზედამხედველობა;
# დავალიანების გამო გათიშული აბონენტების მონიტორინგი;
# გაზმომარაგების დადგენილ ვადებში აღდგენა იმ მომხმარებლებთან, რომელთაც დაფარეს არსებული დავალიანება;
# გაზის მომარაგების შეწყვეტა/აღდგენის შესახებ ინფორმაციის დაფიქსირება შესაბამის ელექტრონულ საშუალებებში;
# რეგისტრირებული აბონენტების მონაცემებში ცვლილებების დაფიქსირება და მათი დადგენილი წესით გადაცემა;
# სამოქმედო არეალში, ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარების ფაქტების გამოვლენა;
უნარ-ჩვევები:
# მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
# დეტალებზე ორიენტირებულობა;
# გუნდური მუშაობის უნარი;
# ანალიტიკური აზროვნება;
კონკურსში მონაწილეობისათვის აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს:
# რეზიუმე ქართულ ენაზე (CV)
ჩვენ გთავაზობთ:
# პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
# მეგობრულ გარემოს;
# კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
სამუშაო პირობები:
# სამუშაო განრიგი: ორშაბათი- პარასკევი, 09:00-18:00 საათამდე;
# სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, შპს ,,თბილისი ენერჯის“ მოქალაქეთა მომსახურების სივრცეები;
# ანაზღაურება შეთანხმებით;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ ფოსტაზე: public@te.ge ან vacancies@te.ge (ელ. ფოსტის "subject" ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება);
კომპანიის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ისარგებლოთ ჩვენი ოფიციალური გვერდით სოციალურ ქსელში https://www.facebook.com/EnergyTbilisi ან ჩვენი ოფიციალური ვებ-გვერდით https://www.te.ge
გისურვებთ წარმატებას!