აბონენტთა რაიონული მომსახურების სამსახური - ოპერატორი

თბილისი ენერჯი

  • თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • კონკურენტული
  • ნოე 14 - დეკ 14
  • ენერგორესურსები და სასარგებლო წიაღისეული
  • გამოცდილების გარეშე
ვაკანსიას ვადა გაუვიდა!

ვაკანსიის დეტალები

თბილისი ენერჯი აცხადებს ვაკანსიას აბონენტთა რაიონული მომსახურების  სამსახური - ოპერატორის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
# საშუალო, სპეციალური ან /და უმაღლესი განათლება;
# მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება (უმაღლესი განათლების არქონის შემთხვევაში);
# ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;
# საოფისე პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე;
# დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;

დამატებითი მოთხოვნები:
# მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტების ცოდნა;
# მომსახურების სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;

ძირითადი მოვალეობები:
# თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს და მოემსახუროს მომსახურების სივრცეებში ვიზიტორებს, რომელთაც სურთ ისარგებლონ შპს „თბილისი ენერჯის“ სერვისებით;
# ვიზიტორთა მომსახურება განახორციელოს ეთიკის ნორმებისა და მომსახურების სტანდარტების დაცვით;
# მომსახურების გაწევისას დაიცვას კომპანიის იმიჯი და საქმიანი რეპუტაცია;
# მიიღოს და დადგენილი წესით დაარეგისტრიროს მოქალაქეთა განცხადებები და წერილები;
# მოემსახუროს მოქალაქეებს დადგენილი წესის შესაბამისად, სატელეფონო და მომართვის სხვა არხებით, საჭიროებისამებრ;
# დადგენილი წესით განახორციელოს მოქალაქეთა საინფორმაციო უზრუნველყოფა, მათი განაცხადის/განცხადების, წერილებისა და მომართვების მიმდინარეობასთან დაკავშირებით;
# კომპანიის შიდა სამართლებრივი აქტებით დამტკიცებული სტანდარტული ხელშეკრულებების გაფორმება და შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფაში ან მონაცემთა ბაზაში ასახვა;
# კომპეტენციის ფარგლებში მომხმარებელთა პირადი ბარათების ანალიზი;
# განიხილოს მოქალაქეების მიერ წამოჭრილი სადავო საკითხები, ჰქონდეს მათზე კანონმდებლობით დადგენილი რეაგირება და მოახდინოს უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
# საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს მოქალაქეებთან უკუკავშირი კომპანიის მიერ გაწეული მომსახურების ხარისხის შეფასების შესახებ ინფორმაციის მოპოვების მიზნით;
# საჭიროების შემთხვევაში, ხელმძღვანელის დავალებით, განახორციელოს კომპანიის მიერ გაწეული სერვისების მოქმედ კანონმდებლობასთან და სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლი;
# სამსახურის უფროსის მყისიერი ინფორმირება იმ გარემოების შესახებ, რომელიც აფერხებს მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების ან/და მიღებული დავალებების ჯეროვნად შესრულებას, აგრეთვე საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმთელობას ან კომპანიის ქონებას;
# სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში გამოვლენილი ნებისმიერი სამსახურეობრივი დარღვევის შესახებ უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება;
# საჭიროების შემთხვევაში სტაჟირების პროცესის კურირება, მიმაგრებული სტაჟიორის ზარებისა და გაცემული პასუხების მონიტორინგი;
# სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში გამოვლენილი დარღვევების შესახებ უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება;
# კურატორი დირექტორის, დეპარტამენტის უფროსის და/ან სამსახურის უფროსის სხვა სამსახურებრივი დავალებების შესრულება;

უნარ-ჩვევები:
# მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
# დეტალებზე ორიენტირებულობა;
# გუნდური მუშაობის უნარი;
# ანალიტიკური აზროვნება;

კონკურსში მონაწილეობისათვის აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს:
# რეზიუმე ქართულ ენაზე (CV)

ჩვენ  გთავაზობთ:
# პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
# მეგობრულ გარემოს;
# კარიერული ზრდის შესაძლებლობას;

სამუშაო პირობები:
# სამუშაო განრიგი: ორშაბათი- პარასკევი, 09:00-18:00 საათამდე;
# სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, შპს ,,თბილისი ენერჯის“ მოქალაქეთა მომსახურების სივრცეები;
# ანაზღაურება შეთანხმებით;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ რეზიუმე  გამოაგზავნოთ ელ ფოსტაზე: public@te.ge ან vacancies@te.ge   (ელ. ფოსტის "subject" ველში  მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება);

კომპანიის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ისარგებლოთ ჩვენი ოფიციალური გვერდით სოციალურ ქსელში https://www.facebook.com/EnergyTbilisi   ან ჩვენი ოფიციალური  ვებ-გვერდით   https://www.te.ge 

გისურვებთ წარმატებას!

 

ვაკანსიას ვადა გაუვიდა!