
კლიენტთა მომსახურების მენეჯერი
Auto Home
- თბილისი
- სრული განაკვეთი
- კონკურენტული
- ნოე 8 - დეკ 8
- ტრანსპორტი და ავტობიზნესი
- გამოცდილების გარეშე
ავტომობილების სადილერო კომპანია "Auto Home" აცხადებს ვაკანსიას კლიენტთა მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე.
შესასრულებელი ამოცანები:
# პოტენციურ კლიენტებთან სატელეფონო, წერილობითი კომუნიკაცია და კომპანიის სერვისების შეთავაზება;
# პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკების წარმოება, არსებული მომსახურების/სერვისის შესახებ მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება;
# კლიენტებთან მოლაპარაკების სრული პროცესის მართვა, შეთავაზებიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე;
# გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა;
# გაყიდვების გეგმის შესრულებაზე ზრუნვა;
# გაყიდვებთან დაკავშირებული საკითხების მართვა.
პიროვნული თვისებები და უნარები:
# გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
# კომუნიკაბელურობა;
# ორგანიზებულობა;
# მიზანმიმართულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
# პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
# დროის მართვის უნარი.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
# აღნიშნულ პოზიციაზე განიხილებიან სტუდენტები;
# აუცილებელია გაყიდვების სფეროში მუშაობის მინ. 6 თვიანი გამოცდილება;
# საოფისე პროგრამების MS Excel-ის სამოყვარულო დონეზე ცოდნა.
სამუშაო პირობები:
# ანაზღაურება: ხელზე ასაღები 600 ლარი + ბონუსები გაყიდვების მიხედვით (საშუალო ანაზღაურება საწყის ეტაპზე 850-1000 ლარი);
# ორშაბათი - პარასკევი 10:00-დან 18:00 საათამდე, შაბათი: 10:00-15:00;
# ადგილმდებარეობა - თბილისი, დიღმის მასივი.
კომპანია გთავაზობთ:
# საქმის ადგილზე საფუძვლიანად შესწავლას;
# განმავითარებელ ტრენინგებს;
# სიმ ბარათს, ულიმიტო სასაუბრო დროით;
# დაკისრებული მოვალეობების წარმატებულად შესრულებასთან ერთად მზარდ ანაზღაურებას;
# უფასო კორპორაციულ დაზღვევას მუშაობის დაწყებიდან 6 თვის შემდეგ.
# კორპორატიულ ღონისძიებებს.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: jobsautohome@gmail.com გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ თანამდებობა "გაყიდვების მენეჯერი "