კორპორაციული შეკვეთების ოპერატორი

ოფისმარტი

  • თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 900ლ - 900ლ /თვიურად
  • ოქტ 25 - ნოე 25
  • საოჯახო ტექნიკა/ელექტრონიკა
  • გამოცდილების გარეშე
ვაკანსიას ვადა გაუვიდა!

ვაკანსიის დეტალები

"ოფისმარტი" არის საოფისე მომსახურების კომპანია, რომელიც ემსახურება ასობით ორგანიზაციას სრულიად საქართველოს მასშტაბით და ამარაგებს მათ სხვადასხვა დასახელების საოფისე ნივთებითა და მოწყობილობებით.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას კორპორაციული შეკვეთების ოპერატორის პოზიციაზე.

 

ფუნქცია-მოვალეობები:
# შეკვეთების მიღება და შესაბამის პროგრამაში/ებში ასახვა (ASANA/FINA);
# შეკვეთების მიღებიდან ადრესატამდე მიტანის პროცესის გამართულად მუშაობის კონტროლი;
# შეკვეთების დროულად და სრულყოფილად მომზადების კონტროლი;
# შეკვეთების დეტალების დაზუსტება მომხმარებლებთან;
# შეკვეთების გადანაწილება შესაბამისი უბნების (მისამართების) მიხედვით;
# მომხმარებლებთან ინვოისების, შედარების აქტებისა და სხვა საჭირო დოკუმენტაციის მიწოდება;
# სამუშაო კომპეტენციის ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში ხელმძღვანელის მიერ მოცემული სხვა დავალების შესრულება;
# პრობლემური სიტუაციის შემთხვევაში, შესაბამისი პასუხისმგებელი პირის ინფორმირება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
# საოფისე პროგრამების ცოდნა და მუშაობის გამოცდილება;
# სასურველია საბუღალტრო პროგრამა "ფინაში" მუშაობის გამოცდილება;
# სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

უნარ-ჩვევები:
# ეფექტური და სასიამოვნო კომუნიკაციის უნარი;
# პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
# ყურადღებიანი, დაკვირვებული და არაკონფლიქტური;
# კანდიდატს უნდა შეეძლოს საკუთარი სამუშაო დროის ეფექტურად ორგანიზება;
# პუნქტუალური და მოწესრიგებული;
# უკუკავშირის მიღების უნარი;
# ფორსმაჟორულ სიტუაციაში, სწორი და ეფექტური გადაწყვეტილების მიღების უნარი;
# დეტალებზე ორიენტირებულობა.

სხვა ინფორმაცია:
# სამუშაო გრაფიკი: სრული, 10:00-18:00 (შაბათს 11:00-15:00)
# ანაზღაურება: 900 ლარი (ხელზე)
# მისამართი: ქ. თბილისი, ბარამიძის ქ. 5ა (მეტრო გურამიშვილთან)
# სასიამოვნო და მეგობრული სამუშაო გარემო

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: officemartjob@gmail.com და პოზიციის სახელწოდება მიუთითოთ ელფოსტის სათაურში, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.

ვაკანსიას ვადა გაუვიდა!