ბუღალტერ ოპერატორი
eMoney
- თბილისი
- სრული განაკვეთი
- კონკურენტული
- ოქტ 24 - ნოე 24
- ფინანსური სერვისები
- გამოცდილების გარეშე
eMoney პირველი და უმსხვილესი ქართული ფინ-ტექ ჯგუფია, რომლეშიც შედის ელექტრონული საფულე eMoney.ge და კრიპტობირჟა MyCoins.ge. კომპანია 15 წლის წინ დაარსდა და დღეს სერვისს უწევს 2 მილიონზე მეტ მომხმარებელს. კომპანიის სერვისების გამოყენება მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან არის შესაძლებელი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობა:
# ფულადი ნაშთების შემოწმება, კონტროლი;
# გადარიცხვების განხორციელება;
# ელექტრონული ანგარიშფაქტურის და ზედნადების გამოწერა;
# ბუღალტრული გატარებების გაკეთება საოპერაციო პროგრამაში;
# დებიტორ/კრედიტორებთან და მერჩანტებთან ყოველთვიური შედარებების გაკეთება;
# ბუღალტრის ფუნქციებთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება მთავარი ბუღალტრის დავალებით.
ძირითადი მოთხოვნები:
# ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
# კომპიუტერული პროგრამები: MS Office, MS Excel სამუშაო დონეზე ცოდნა;
# უმაღლესი განათლება ბიზნესის და ეკონომიკის მიმართულებით.
პიროვნული მახასიათებლები:
# ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
# დეტალებზე ორიენტირებულობა;
# გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი;
# გუნდური მუშაობის უნარი;
სამუშაო პირობები:
# სამუშაო გრაფიკი:
# სრული: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 -19:00
აპლიკაციის მიღება:
ამ პოზიციით დაინტერესებულ აპლიკანტებს, რომელთა კვალიფიკაცია შეესაბამება მოთხოვნებს, შეგიძლიათ გამოაგზავნოთ CV ინგლისურ ან ქართულ ენაზე ელექტრონულ მისამართზე hr@emoney.ge გთხოვთ, თქვენი ელფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აკეთებთ განაცხადს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.