სამზარეულოს დიასახლისი

GLI

  • ბათუმი
  • სრული განაკვეთი
  • სექ 21 - ოქტ 21
  • სასტუმროები და რესტორნები
  • გამოცდილების გარეშე
ვაკანსიას ვადა გაუვიდა!

ვაკანსიის დეტალები

ჩვენ ვქმნით გარემოს რომელიც თავად ზრუნავს ადამიანებზე!

დაიწყე კარიერა TOURINVEST GROUP-ში სამზარეულოს დამლაგებლის პოზიციაზე და განვითარდი ჩვენთან ერთად!

Tourinvest Group 2008 წლიდან ოპერირებს და მისი ჯამური ინვესტიცია დაახლოებით 200 მილიონ $ -ს შეადგენს. ის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ინვესტორია საქართველოში და კომპანიის ოპერირების მიმართულებებს წარმოადგენს მშენებლობა, უძრავი ქონების გაყიდვები, უძრავი ქონების მართვა, სასტუმრო მომსახურების მენეჯმენტი, რესტორნების მართვა, ტურისტული ატრაქციონის ოპერირება, სათამაშო ბიზნესის მართვა, საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორული ურთიერთობები. ტურინვესტ მენეჯმენტ გრუპის პროექტების ფარგლებში დაახლოებით 700-მდე ადამიანია დასაქმებული.

TOURINVEST GROUP აცხადებს ვაკანსიას სამზარეულოს დამლაგებელის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:
# მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ბარში ან რესტორანში;
# თავაზიანი;
# ორგანიზებული;
# გუნდური მუშაობის უნარი;
# დროის მართვის უნარი;
# პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ძირითადი მოვალეობები:
# სამზარეულოს დალაგება-დასიფთავება დადგენილი განრიგის შესაბამისად;
# სანიტარულ ჰიგიენური-ნორმების ცოდნა და დაცვა;
# სამუშაოს დასრულების შემდეგ, დასუფთავებისთვის საჭირო ინვენტარის განკუთვნილ ადგილზე მოთავსება;

ჩვენ გთავაზობთ:
# კომფორტულ სამუშო გრაფიკს;
# კვებით უზრუნველყოფას;
# ტრანსპორტირებას საბაგირო გზით;

სამუშაო პირობები:
# სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ყაფირ შერვაშიძის აღმართი №78;
# სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი;
# ანაზღაურება: შეთანხმებით;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე/განაცხადის ფორმა უნდა გამოგზავნონ მისამართზე: career@tourinvestgroup.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე +995 595 43 60 09.

გთხოვთ, განცხადებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ვაკანსია/"სამზარეულოს დამლაგებელი“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

Tourinvest Group მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

ვაკანსიას ვადა გაუვიდა!