უმცროსი ტექნიკოსი

IDS Borjomi

  • თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • კონკურენტული
  • სექ 18 - ოქტ 18
  • ვაჭრობა/დისტრიბუცია
  • 3 წელი
ვაკანსიას ვადა გაუვიდა!

ვაკანსიის დეტალები

შპს „აიდიეს ბორჯომი თბილისი“ არის საერთაშორისო კომპანია IDS ბორჯომის ჯგუფის წევრი. ჩვენს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს მიერ წარმოებული პროდუქციის გაყიდვა და მიწოდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ჩვენი ბრენდებია: „ბორჯომი“, „ლიკანი“ და „ბაკურიანი“. 

ლოგისტიკის გუნდში ვეძებთ ახალ წევრს, უმცროსი ტექნიკოსის პოზიციაზე.
# ოფისის მისამართი: ქ. თბილისი, ილია ბაბუციძეს ქ.#14; (მოსკოვის გამზირის ბოლოში);
# სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-შაბათი (08:00-დან 16:00-მდე);
# ანაზღაურების ტიპი: ფიქსირებული ხელფასი + წლიური ბონუსი.

რისი გაკეთება მოგიწევთ:
# კომპანიის მფლობელობაში მყოფი, ავტო- სატრანსპორტო საშუალებების გამართულობის მონიტორინგი(ძრავში ზეთის კონტროლი, საბურავების მოწესრიგება-ჰაერის დამატება, ზეთის ფილტრისა და ხუნდების შეცვლა, მუხრუჭების რეგულირება);
# კომპანიის თანამშრომლების მიერ ავტო სატრანსპორტო საშუალებების დაზიანებაზე შეტყობინებების შემდგომ რეაგირება და დროული აღმოფხვრა;
# ავტო-სატრანსპორტო საშუალებების ნაწილების საწყობის მეთვალყურეობა;
# ქსელში ავტო-სატრანსპორტო საშუალების დაზიანების შეძლებისდაგვარად აღმოფხვრა;
# სახელოსნოში ა.ს.ს-ების გადაყვანა და დროული შეკეთება;
# უშუალო ხელმძღვანელის მიერ ცალკეული დავალებების შესრულება;

საქმის შესასრულებლად საჭირო კვალიფიკაცია, უნარები და ცოდნა:
# უმაღლესი ან პროფესიული განათლება;
# ავტო-სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკოსად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
# პასუხისმგებლობის გრძნობა;
# მოტივირებული;
# დისციპლინირებული;

ჩვენ რას გთავაზობთ: 
# საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას:
# მეგობრულ გარემოს;
# სამართლიან, გამჭირვალე შეფასების სისტემას;
# კონკურენტუნარიან ანაზღაურებისა და ბენეფიტების პაკეტს;
# სწავლისა და განვითარების საშუალებას;

როგორ დაგვიკავშირდეთ:
# თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს დაგვიკავშირდით მეილით: tbswork@borjomi.com ( სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება “უმცროსი ტექნიკოსი”.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატები, ვისი მონაცემებიც მაქსიმალურად შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს.

შერჩევის ეტაპები:
# შეხვედრა შერჩევის სპეციალისტთან და ადამიანური რესურსების მენეჯერთან;
# შეხვედრა ადამიანური რესურსების ოპერაციების ხელმძღვანელთან;

გისურვებთ წარმატებებს!

დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ გვერდზე:  https://www.ids-borjomi.ge/ 

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის  მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

 

ვაკანსიას ვადა გაუვიდა!