საკრედიტო ოფიცერი
ბერმელი ✅
- ახალციხე
- სრული განაკვეთი
- კონკურენტული
- სექ 15 - ოქტ 15
- მიკრო საფინანსო ორგანიზაციები
- გამოცდილების გარეშე
შპს მისო ბერმელი აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო ოფიცერის პოზიციაზე ქ.ახალციხეში
აუცილებელი მოთხოვნები:
# უმაღლესი განათლება, სასურველი ფინანსებისა და ეკონომიკის მიმართულებით;
# ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება საბანკო, საკრედიტო ან კორპორაციული ფინანსების სფეროში;
# აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა ("Microsoft Word” და " Microsoft Excel”).
ძირითადი მოვალეობები:
# ბიზნეს, სამომხმარებლო და იპოთეკური სესხების დამუშავება/გაცემა;
# პოტენციური მომხმარებლების მოძიება;
# არსებული და პოტენციური მომხმარებლებისათვის საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტების შეთავაზება;
# განაცხადის შევსება და მომხმარებლის შესაბამის პროგრამაში რეგისტრაცია;
# მიღებული ინფორმაციის ანალიზი;
# სესხის უზრუნველყოფის შეფასება;
# დამუშავებული ინფორმაციის კომიტეტზე წარდგენა, გადაწყვეტილების გაცნობა და სესხის გაცემის პროცესის უზრუნველყოფა;
# მომხმარებლებთან დაკავშირებული მთლიანი დოკუმენტაციის მოწესრიგება და შენახვა;
# გაცემული სესხის მიზნობრიობის შესრულების მეთვალყურეობა და კონტროლი;
# მომხმარებლების მიერ გრაფიკის შესაბამისად გადახდების განხორციელების კონტროლი;
# ვადაგადაცილებულ სესხებზე მუშაობა და ჯანსაღი პორტფელის შენარჩუნება;
# საკრედიტო პორტფელის ზრდასა და ხარისხზე ზრუნვა;
# საკრედიტო საქმიანობის დამოუკიდებელი მუდმივი ანალიზი.
პიროვნული თვისებები:
# ანალიტიკური აზროვნების უნარი;
# დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
# ორგანიზებული და შედეგებზე ორიენტირებული;
# გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
# პრინციპების დაცვით საქმიანობის წარმართვის უნარი;
# პირადი და კომპანიის რესურსების ეფექტიანი განაწილების უნარი;
# პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
# დეტალებზე ორიენტირებულობა;
# კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი.
სამუშაო პირობები:
# სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00; შაბათი 09:20-14:20 საათამდე, 40 საათაინი სამუშაო კვირა.
# ანაზღაურება კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: hr@bermeli.ge ან დაგვიკავშირდით +995 568 700 300,
გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სამუშაო ადგილი.
გისურვებთ წარმატებას!