მიწოდების სუპერვაიზერი (ღამის ცვლა)

ფუდსერვისი

  • თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • კონკურენტული
  • სექ 13 - ოქტ 13
  • ვაჭრობა/დისტრიბუცია
  • გამოცდილების გარეშე
ვაკანსიას ვადა გაუვიდა!

ვაკანსიის დეტალები

სს „ფუდმარტის“ ჯგუფის წევრი, სადისტრიბუციო კომპანია შპს „ფუდსერვისი" აცხადებს ვაკანსიას მიწოდების სუპერვაიზერის პოზიციაზე ღამის ცვლაში.

შპს „ფუდსერვისი“ საქართველოში საქმიანობას ეწევა 2006 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო და ლოჯისტიკურ კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო  ბრენდების  ROSHEN-ის, DANONE-ის , SADIA-ას და ასევე საკუთარი ბრენდის SUPREMO-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.
ჩვენ გთავაზობთ განვითარებაზე ორიენტირებული და მეგობრული გუნდის წევრობას! 

სამუშაო პირობები:
# სამუშაო გრაფიკი: 24 სთ - 10:00 სთ-დან - 10:00სთ-მდე, მორიგეობა ყოველ მესამე დღეს.
# მისამართი: ორხევი, თენგიზ ჩანტლაძის #40,  (ტრანსპორტირება სამგორის მეტროსადგურიდან;

ფუნქციები:
# ყოველდღიური მიწოდების მარშუტების/თანამშრომელთა ცვლების დაგეგმვა/განაწილება და თანამშრომლებისთვის შესაბამისი მიმართულების/უკუკავშირის მიცემა;
# არსებული შეკვეთების შესაბამისად მიწოდების მარშრუტების ოპტიმიზაცია;
# მანქანების დატვირთვის პროცესის/ქსელში გასვლის/უკან დაბრუნების კონტროლი;
# მიწოდებისთვის საჭირო ინვენტარის მონიტორინგი და აღრიცხვა;
# GPS კონტროლი; 
# დაქვემდებარებული თანამშრომლებისათვის დავალების მიცემა, საქმიანობის განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება;
# მიმდინარე სამუშაო პროცესის გადაბარება ცვლის შესაბამისი თანამშრომლისთვის (მიმდინარე პრობლემური საკითხები, დარჩენილი მაღაზიები, მანქანების შემოსვლის კონტროლი);
# წარმოების და საწყობის გუნდთან ერთად კოორდინირებული მუშაობა;
# ავტოპარკის გამართული მუშაობის მონიტორინგი და გაუმართაობის შემთხვევაში, შესაბამისი სამსახურისთვის ინფორმაციის მიწოდება;

მოთხოვნები / უნარები:
# უმაღლესი განათლება; 
# არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიცაზე;
# კომპიუტერული უნარი - MS office;  ERP – TMS  პროგრამა;
# B, კატეგორიის მართვის მოწმობა;(სასურველია C კატეგორიის მართვის მოწმობა);
# გუნდის ლიდერობა და მართვა;
# დაგეგმვა და ორგანიზება; 
# შედეგზე ორიენტირება; 
# პროდუქტიულობა;

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: vacancy@gfs.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება - “მიწოდების სუპერვაიზერი“, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 13 ოქტომბერი 2023 წელი.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!

კომპანია ფუდსერვისში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია ფუდსერვისის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. 

ვაკანსიას ვადა გაუვიდა!