ადმინისტრატორი (ღამის ცვლა)

სასტუმრო ბლუმი

  • ბათუმი
  • სრული განაკვეთი
  • 999ლ - 1.000ლ /თვიურად
  • სექ 8 - ოქტ 8
  • სასტუმროები და რესტორნები
  • გამოცდილების გარეშე

ვაკანსიის დეტალები

სასტუმრო „ბლუმი“, აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე (ღამის ცვლა):

ძირითადი მოვალეობები:
# სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება, მათთვის საჭირო და საინტერესო ინფორმაციის მიწოდება;
# სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება (სასურველია პროგრამა „Fina“-ს ცოდნა);
# სამუშაო დღის დასასრულსა და დასაწყისში მიღება-განთავსების განყოფილების ხელმძღვანელისათვის ინფორმაციის გადაცემა.

პროფესიული მოთხოვნები:
# ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
# საოფისე/კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
# სასტუმროს ბიზნესისა და ტურიზმის სფეროს ზოგადი ცოდნა.

პერსონალური მოთხოვნები:
# სერვისის სტანდარტების ცოდნა და გაცნობიერება;
# მომსახურების საუკეთესო უნარ-ჩვევები;
# კომუნიკაციის საუკეთესო უნარ-ჩვევები;
# პროფესიული დამოკიდებულება საქმისა და კოლეგების მიმართ;
# მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
# ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
# ენერგიული და მოტივირებული, თავაზიანი ღიმილით, მამაკაცი; 
# სტრესულ სიტუაციაში მუშაობის და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი
# გრაფიკი: 2/2;
# სამუშაო საათები: 21:00-09:00;
# ანაზღაურება 1000₾;

დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: info@hotelbloom.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 558312020,

ან მობრძანდით გასაუბრებაზე შემდეგ მისამართზე: ბათუმი, გენ. მაზნიაშვილის ქუჩა 43, სასტუმრო „ბლუმი“.