ბარისტა | კონსულტანტი

ვიჩევერსა

  • თბილისი
  • ცვლებში
  • 500ლ - 1.200ლ /თვიურად
  • სექ 15 - ოქტ 15
  • სასტუმროები და რესტორნები
  • გამოცდილების გარეშე

ვაკანსიის დეტალები

"ვიჩევერსა" აცხადებს ვაკანსიას ბარისტას/კონსულტანტის პოზიციაზე.

# ვითხოვთ მინიმალურ სამუშაო გამოცდილებას რადგან ჩვენ თვითონ გასწავლით და მიიღებთ მონაწილეობას ინდივიდუალურ სასწავლო პროგრამებში;
# ჩვენთან მუშაობა საინტერესო, სახალისო და შემეცნებითია.
# ჩვენთან შეიძენ უამრავ მეგობარს და გაიცნობ საინტერესო ადამიანებს.
# ჩვენთან ისწავლი რეალურად პროფესიონალური ყავის სასმისების დამზადებას, ლატე-არტის საწყისებს და ესპრესსო დანადგარების ტექნიკურ მხარეს.
# ჩვენთან აუცილებელია ყავის სიყვარული და ღიმილი.
# სასურველია თუ იცით ინგლისური ან/და რუსული.

რას გთავაზობთ?
# თუ გიყვარს ყავის სასმისები და მოგწონს ბარისტას ხელოვნება მაშინ, შესაძლებლობას მოგცემთ შეისწავლოთ შემდეგი კურსები ნაბიჯ-ნაბიჯ: Barista Skills Foundation, Sensory Skills Foundation, Technical Skills Foundation, შემდეგ კი Latte Art Foundation. მოცემული დონის შესწავლისა და პრაქტიკის შემდეგ გადახვალ Intermadiate დონეზე. თქვენს გონსა და უნარ ჩვევებზეა დამოკიდებული განვითარება და კარიერული წინსვლა.
# ჩვენ გთავაზობთ მინიმუმ ერთ წლიან მოქნილ სამუშაო ცვლას და ასევე შესაძლებელია სწავლისა და მუშაობის შეთავსება წინასწარ დაგეგმილი ცვლის მიხედვით.
# თანამშრომლებისთვის მნიშვნელოვან ფასდაკლებას ნებისმიერ ჩვენს პროდუქტზე.
# მზარდ ანაზღაურებას.
# 1 ცვლა 8:00-15:00 -2 ცვლა 15:00-23:00;
# 7-8 საათიანი ცვლა და 1-2 დღე დასვენება.
# საწყისი დონის ანაზღაურება გახლავთ: საათში 3, 5 ლარი საშუალოდ 500-700 ლარი და თიპსი;
# გარკვეული სწავლების შემდეგ, პირველი დონის ბარისტის ანაზღაურება გახლავთ: საათში 4 ლარი, საშუალოდ 700-900 ლარი და თიპსი;
# მასტერ ბარისტის ანაზღაურება გახლავთ: საათში 5 ლარი, საშუალოდ 900-1200 ლარი და თიპსი;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოგვაწოდოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: 2016viceversa@gmail.com