გენერალური მენეჯერი

სადისტრიბუციო კომპანია ქალაქური

  • ბათუმი
  • სრული განაკვეთი
  • კონკურენტული
  • სექ 1 - ოქტ 1
  • ვაჭრობა/დისტრიბუცია
  • გამოცდილების გარეშე
ვაკანსიას ვადა გაუვიდა!

ვაკანსიის დეტალები

სადისტრიბუციო კომპანია ,, ქალაქური“ ,რომელიც აწარმოებს თხილების და ჩირების ფართო ასორტიმენტს  აცხადებს ვაკანსიას      გენერალური მენეჯერის თანამდებობაზე. 

ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი, სერგის მესხის 74

ძირითადი მოვალეობები:
# გაყიდვების გაზრდის ხელშეწყობა;
# სადისტრიბუციო ქსელის შესწავლა , მონიტორინგი და ათვისების კონტროლი; 
# დაქვემდებარებაში მყოფი დისტრიბუტორების/სავაჭრო აგენტების მუშაობის კონტროლი,  კოორდინაცია, მათი ხელშეწყობა და მოტივაციის ამაღლება;
# სავაჭრო ობიექტებისა და გაყიდების კვლევა, ანალიზი და რეპორტინგი;
# გეგმის შესრულების კონტროლი;
# თანხების ამოღების კონტროლი;
# პრიორიტეტული მიზნების დასახვა და მათი შესრულების უზრუნველყოფა;
# შეთავაზებების და პრეზენტაციების მომზადება;
# ახალი ობიექტების მოძიება, პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრა, მოლაპარაკებების წარმართვა და მათი დარწმუნება;

კანდიდატს მოეთხოვება:
# ასაკი - 25-დან 45 წლამდე;
# გაყიდვებისა და მარკეტინგის სფეროში მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;
# ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავების თანამედროვე მეთოდების ცოდნა;
# კომუნიკაციისა და კავშირგაბმულობის თანამედროვე ტექნიკური საშუალებების გამოყენების უნარი. 
# კეთილსინდისიერება და პასუხისმგებლიანობა;
# შრომისმოყვარეობა,  ენერგიულობა და მოტივირებულობა;
# ორგანიზებულობა და კომუნიკაბელურობა;
# მართვის მოწმობა (B კატეგორია);
# საკუთარი მსუბუქი ავტომობილი;

სამუშაო გრაფიკი: ყოველდღე დილის 9:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე. დასვენების დღე კვირა.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ  CV  ფოტოსურათით , შევსებული ქართულ ენაზე,  ელ-ფოსტაზე:  qalaquri.bt@gmail.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 593 06 06 64

CV ფოტოსურათის გარეშე არ განიხილება.

 

ვაკანსიას ვადა გაუვიდა!