კონსულტანტი

სუპერი

  • თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 850ლ - 950ლ /თვიურად
  • აგვ 25 - სექ 25
  • ვაჭრობა/დისტრიბუცია
  • გამოცდილების გარეშე
ვაკანსიას ვადა გაუვიდა!

ვაკანსიის დეტალები

„სუპერი“ საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სათამაშოების იმპორტიორი, საბითუმოდ და საცალოდ მოვაჭრე ყველაზე მსხვილი კომპანია და არაერთი მსოფლიო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელი და ოფიციალური პარტნიორია საქართველოში. დღეს „სუპერს“ ქვეყნის მასშტაბით 15 საცალო მაღაზია აქვს.

კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ გვერდზე:  https://superstore.ge/

დღეს „სუპერის“ სამუშაო გუნდი 400-მდე თანამშრომელს ითვლის, ახალ წევრს კონსულტანტის თანამდებობაზე ვეძებთ. 

აღნიშნული ვაკანსია ხელმისაწვდომია ნებისმიერი სქესის წარმომადგენლისთვის.

ვაკანტური თანამდებობის შესახებ:
# სამუშაო ადგილი:თბილისი (იმუშავებთ თქვენთვის სასურველ ფილიალში);
# სამუშაო გრაფიკი:კვირაში 5 დღე - 40 საათი, დღეში 8 საათი;
# დასვენების დრო:კვირაში 2 დღე;
# ანაზღაურების ტიპი:ფიქსირებული;
# ანაზღაურების ოდენობა:850 ლარი (ხელზე ასაღები თანხა) - 950 ლარი (ხელზე ასაღები თანხა მე-12-ე თვიდან);
# იმუშავებთ თქვენს საცხოვრებელთან უახლოეს ფილიალში;

ჩვენი ფილაილების მისამართებია:
# დიღომი, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირი;
# საბურთალო,  სავაჭრო ცენტრი - სითი მოლი;
# ვერა, რომან მიმინოშვილის ქუჩა;
# ვარკეთილი, სავაჭრო ცენტრი - ისთ ფოინთი;

ძირითადი ფუნქცია-მოვალებები:
# მომხმარებლისთვის მაღალხარისხიანი კონსულტირების გაწევა;
# პროდუქციის განთავსება თაროებეზე: მარაგების შევსება, ახალი ნივთების განთავსება, არსებული პროდუქციის ადგილის ცვლილება;
# პროდუქციაზე ფასების მითითება;
# პროდუქციის სისუფთავისა და სარეალიზაციო სახის შენარჩუნება;

მოთხოვნები, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატი:

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
# სასურველია, მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
# სასურველია ინგლისური ენის საკომუნკაციო დონეზე ცოდნა;

პიროვნული უნარები:
# ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
# სერვისულობა;
# პროფესიული განვითარების სურვილი;
# კრიტიკულ სიტუაციებში ეფექტური ოპერირების უნარი;
# ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
# პუნქტუალურობა;

გუნდის წევრს ვთავაზობთ:
# კარიერული და პროფესიული ზრდის რეალურ შესაძლებლობას - კომპანია მზად არის თქვენი ინიციატივების შესაბამისად მოგცეთ შესაძლებლობა ისწავლოთ, განვითარდეთ, დაწინაურდეთ;
# სტაბილურ და მზარდ ანაზღაურებას;
# ჯანსაღ სამუშაო გარემოს;
# კომფორტულ სამუშაო გრაფიკს;
# შვებულებით სარგებლობსი უფლებას 3 თვიანი შრომითი ურთიერთობის შემდეგ;
# სამსახურს საცხოვრებელთან ახლოს;
# კომპანია „სუპერის“ პროდუქციაზე თანამშრომლის ფასდაკლებას;

ჩვენთან შერჩევის ეტაპები ამგვარია:
# რეზიუმეების გადარჩევა (გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს);
# გასაუბრება კომპანიის წარმომადგენლთან.

თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: HR@superstore.ge (გთხოვთ, სათაურის  ველში მიუთითოთ ვაკანტური თანამდებობის დასახელება - კონსულტანტი) ან დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია ბმულზე: https://forms.gle/9byZmrgwXZta94Ey7

ვაკანტური თანამდებობის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე - 577021010 

შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართელოს კანონის შესაბამისად შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „სუპერის“ მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცმები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით. 

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე კომპანიის ბაზაში შეინახება 1 (ერთი) წლის ვადით, შესაძლოა თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა ვაკანტურ თანამდებობაზეც.

„სუპერი“ მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას !

 

ვაკანსიას ვადა გაუვიდა!