
მებაღე
კომპანია
- ბათუმი
- სრული განაკვეთი
- 550ლ - 600ლ /თვიურად
- აგვ 25 - სექ 25
- სასტუმროები და რესტორნები
- გამოცდილების გარეშე
კომპანია აცხადებს ვაკანსიას მებაღეს პოზიციაზე სოფელ.განთიადში:
# ანაზღაურება - პირველ ეტაპზე 550 ლარი შტატში მიღების შემდეგ 600 ლარი;
# სამუშაო გრაფიკი- ორშაბათი- ოთხშაბათი - პარასკევი;
მოვალეობები:
# ორგანიზაციის ტერიტორიაზე გაზონების, ყვავილების და გამწვანების გასაშენებელი ტერიტორიების დაგეგმვა და დეკორაციის ნახატებისა და ესკიზების შემუშავება.
# სარგავი მასალის მომზადება.
# ნერგების , ხეები, ბუჩქებისა და ყვავილოვანი მცენარეების დარგვა.
# ნიადაგის დამუშავება, მინერალური სასუქების შეტანა და მცენარის მოვლა.
# მცენარეების გასუფთავება და სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავება.
# სარგავი მასალის გათხრა.
# ნერგების დარგვის შემდეგ თხრილების გათხრა და შევსება.
# ნარგავებისა და ბორცვების გაწმენდა და მორწყვა .
# გაზონების, ყვავილების , ხეებისა და ბუჩქების გვირგვინების დეკორატიული დამუშვება (ჭრა).
# მცენარეებისთვის საყრდენების მომზადება და საყრდენებზე მიბმა.
# ხეების გათბობა და კირით დამუშავება, ნამყენების შეზეთვა და ხეების დაზიანების ადგილების ბაღის სითხით დამუშავება.
# თესლისა და ნერგების შეგროვება და დახარისხება.
# მკვდარი ხეების და ბუჩქების მოჭრა და ამოძირკვა.
# გაზონებზე ბალახების მოჭრა, ბაღის ბილიკების გვერდების დეკორატიული დამუშვება.
# ნიადაგის დატკეპნა.
# გამწვანებული ტერიტორიის გაწმენდა ფოთლებისა და ნარჩენებისგან, ბალახის მოჭრა.
# ნაგვის დაწვა.
# ბალახის (გამწვანების) დარგვა და ზედაპირის მოპირკეთება.
# სარეველა ბალახის ამოძირკვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები, აუცილებელია იცოდეთ:
# ხეების, ბუჩქების და სხვა მცენარეების სახეობები, მათი თვისებები და თავისებურებები.
# მცენარის მოვლის აგროტექნიკური წესები.
# თესლის თესვისა და ნერგების დარგვის მეთოდები.
# მცენარის მორწყვის სიხშირე და დრო.
# მცენარეების დარგვის, გადარგვისა და მყნობის მეთოდები.
# სასუქებისა და სადეზინფექციო საშუალებების სახეები,მახასიათებლები, მათი გამოყენების მეთოდები
# ხეების და ბუჩქების დეკორატიული დამუშავება.
# ნიადაგის დამუშავებისა და დარგვისთვის მოსამზადებელი სამუშაოების წესები
# მცენარეთა დაავადების პროფილაქტიკური ზომები.
# მცენარეთა დაავადებების კონტროლის მეთოდები
# მებაღეობის ხელსაწყოებისა და აღჭურვილობის გამოყენების წესები.
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე service@villa-elysiumpark.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.