სამზარეულო სივრცის ასისტენტი

Glovo

  • თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 880ლ - 930ლ /თვიურად
  • აგვ 23 - სექ 23
  • საკვები პროდუქტების წარმოება
  • გამოცდილების გარეშე
ვაკანსიას ვადა გაუვიდა!

ვაკანსიის დეტალები

Cook Room არის გლოვოს ერთ-ერთი ინოვაციური პროექტი, რომელიც გულისხმობს მხოლოდ მიტანის სერვისზე გათვლილ სივრცეს, სადაც გაერთიანებულია Glovo-ს პარტნიორი რესტორნების ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული, სპეციალურად აღჭურვილი სამზარეულოები.

გლოვო აცხადებს ვაკანსიას სამზარეულო სივრცის ასისტენტის / Cook Room Assistant პოზიციაზე თბილისში.

# სრული განაკვეთი;
# ბაკალავრი;
# გამოცდილება 0-დან 1 წლამდე;
# ქართული,ინგლისური;
# სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ პოზიციაზე არ არის მთავარი მოთხოვნა;

სამუშაო განრიგი:
# სრული განაკვეთი - კვირაში 40 საათი, მათ შორის ღამის საათებში.
# ანაზღაურება, ხელზე ასაღები 880 ლარი;
# 6 თვის შემდეგ მატება ხელზე ასაღები 50 ლარის ოდენობით.

მთავარი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
# სამზარეულოს საოპერაციო პროცესების კონტროლი;
# სამზარეულოს კოორდინატორის დახმარება ძირითადი ფუნქციების შესრულებაში;
# სამზარეულოს პროტოკოლის დაცვა და მასთან დაკავშირებული პროცესების გაუმჯობესება;
# ცვლის განმავლობაში კომპანია "გლოვოს" კურიერებისთვის დახმარების გაწევა საჭიროების შემთხვევაში;
# შეკვეთების მიწოდების და მასთან დაკავშირებული ყველა შესაძლოს პროცესების ზედამხედველობა და უზრუნველყოფა;
# სისუფთავისა და ჰიგიენის გეგმის პროცესურებისა და პოლიტიკის მართვა და შესაბამისი ჩანაწერების წარმოება/ აღრიცხვა;

კრიტერიუმები, რომელსაც კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს:
# უმაღლესი განათლება, (განიხილება სტუდენტებიც);
# ქართული ენა აუცილებელია, ინგლისური ჩაითველება პრიორიტეტად;
# სამუშაო პროცესში მუდმივი ჩართულობისა და სრულის ცვლის პერიოდში საქმის შესრულების შესაძლებლობა;
# პრობლემების გადაჭრის უნარი;
# სასურველია საკვების უსაფრთხოების ნორმებისა და HACCP_ის სტანდარტების ცოდნა;

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და დაინტერესდით გამოცხადებული ვაკანსიით, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) ელ. ფოსტის მისამართზე: Teona.kartvelishvili@glovoapp.com 

გისურვებთ წარმატებებს!

ვაკანსიას ვადა გაუვიდა!