კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

უნისონი

  • თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • კონკურენტული
  • აგვ 25 - სექ 25
  • ჯანდაცვა და ესთეთიკური მედიცინა
  • 1 წელი
ვაკანსიას ვადა გაუვიდა!

ვაკანსიის დეტალები

სადაზღვევო კომპანია „უნისონი“ დაფუძნდა 2011 წელს და დროის მცირე მონაკვეთში ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოთამაშედ იქცა. სადაზღვევო სფეროში, მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, ძლიერი საერთაშორისო პარტნიორებითა და მრავალფეროვანი პროდუქტებით „უნისონმა“ სწრაფად და ადვილად მოიპოვა მომხმარებლის ნდობა და ბაზრის სოლიდური წილი. 

ჩვენი მისიაა ყოველდღიურად მზარდი რისკების ფონზე უზრუნველვყოთ საკუთარი მომხმარებლების სტაბილურობა და სიმშვიდე, ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზე, 

ჩვენ გვჯერა, რომ პროგრესს თავისუფალი და განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანები ქმნიან და ვეძებთ გუნდის ახალ წევრს კორპორატიული  გაყიდვების მენეჯერის  პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
# პოტენციური კლიენტების მოძიება, მოთხოვნების შესწავლა, კონკრეტული პროდუქტის/ების შეთავაზება;
# არსებულ და ახალ კლიენტებთან სანდო და მყარი პარტნიორული ურთიერთობის დამყარება, ლოიალობისა და კმაყოფილების გაზრდა;
# შეთავაზებების მომზადება, გაყიდვების განხორციელება, გაყიდვების შემდგომი მომსახურების უზრუნველყოფა კომპანიაში დადგენილი სტანდარტის შესაბამისად
# არსებული კლიენტების სადაზღვევო პრემიების გადახდების კონტროლი
# ყოველდღიურად ფაიფლაინის წარმოება შესაბამის პროგრამაში.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
# უმაღლესი განათლება/სტუდენტი;
# სასურველია მუშაობის გამოცდილება მსგავს სფეროში ან სადაზღვევო სფეროში;
# სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
# საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
# ანაზღაურება: ფიქსირებული + საკომისიო + ბონუსი;

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ  რეზიუმე (CV) იმეილზე:  vacancy@unison.ge  და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.   

 

„უნისონი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და წარმატებას გისურვებთ

 

ვაკანსიას ვადა გაუვიდა!