იურისტი
- ★ პრემიუმი
ბიოდიზელი ჯორჯია ✅
- თბილისი
- სრული განაკვეთი
- კონკურენტული
- ივნ 4 - ივლ 4
- მშენებლობა/წარმოება
- გამოცდილების გარეშე
- ★ პრემიუმი
ჰოლდინგი “ბიოდიზელი ჯორჯია” აცხადებს ვაკანსიას იურისტი-ს პოზიციაზე,
# განაკვეთი: სრული
# ანაზღაურება: შეთანხმების საფუძველზე, კვალიფიკაციის შესაბამისად.
# სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
ფუნქცია მოვალეობები:
# კომპანიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა;
# კომპანიის წარმომადგენლობა, მისი ინტერესების დაცვა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებთან ურთიერთობაში;
# წარმომადგენლობა საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში (სასამართლო, სააღსრულებო და ადმინისტრაციულ ორგანოებში)
# კომპანიის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა მესამე პირებთან ურთიერთობებში;
# იურიდიული კუთხით რისკების იდენტიფიცირებისა და მათი პრევენციის სახით შემცირების უზრუნველყოფა,
# კომპანიის საქმიანობისთვის საჭირო დოკუმენტაციის, ლიცენზიების ან/და სხვა საჭირო უფლებების მოსაპოვებლად დოკუმენტაციის მომზადება, სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
# სხვადასხვა სახის ხელშეკრულებების პროექტების შედგენა-მათ სამართლებრივ განხილვაში მონაწილეობის მიღება, შეფასება, ვიზირება, გაფორმება, სისტემატიზაცია;
# კომპანიის შიდა იურიდიული დოკუმენტაციის მოწესრიგება და მართვა: კომპანიისთვის საჭირო წერილების, ბრძანებების, წესდებების, აქტების, ინსტრუქციების, საჩივრებისა და სხვა საჭირო იურიდიული პროექტების მომზადების (საქმისწარმოების წესით-შევსება, წარმოება, მოწესრიგება) უზრუნველყოფა;
# საკანონმდებლო ბაზის ცვლილებებთან დაკავშირებით ხელმძღვანელი პირების დროული ინფორმირება;
# კომპანიის ხელმძღვანელის მიერ, თანამდებობრივი კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებული სამართლებრივი ხასიათის ამოცანების/დავალებების შესრულება.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
# უმაღლესი იურიდიული განათლება (მაგისტრი);
# მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 5 წლიანი გამოცდილება;
# ადმინისტრაციული, შრომის, სამეწარმეო და სამოქალაქო კანონმდებლობის სრულყოფილად ცოდნა;
# საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა სამოქალაქო სამართლის სპეციალობით (სასურველია, ჩაითვლება უპირატესად);
# სავალდებულოა ქართული და სამართლებრივი ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა (გამართული ვერბალური და წერითი უნარ-ჩვევებით) ;
# საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (MS Office) სავალდებულოა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
# მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
# დროის ეფექტურად მართვის უნარი;
# დატვირთულ სიტუაციაში მუშაობის უნარი; ორგანიზებულობა;
# კომუნიკაბელურობა;
# დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ რეზიუმე გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@biodiesel.ge გთხოვთ სათაურის ველში – subject, მიუთითოთ პოზიცია. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან მოწვეულნი შემდგომ ეტაპზე.