ვაკანსიის დეტალები
შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბერმელი“ აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცერი-ს პოზიციაზე
ძირითადი ფუნქცია–მოვალეობები:
- ინფორმაციული/კიბერ უსაფრთხოების პოლიტიკის განვითარებაში მონაწილეობის მიღება;
- ინფორმაციული/კიბერ უსაფრთხოების ინსტრუმენტების დახვეწა და სიახლეების დანერგვა (SIEM, PAM, WAF, IPS/IDS, Email Security, Endpoint Protection, …);
- თანამშრომლების კიბერ უსაფრთხოების წესების ცნობიერების ასამაღლებლად ტრენინგების ჩატარება;
- საფინანსო პროდუქტების/პროცედურების შექმნაში მონაწილეობის მიღება კიბერ უსაფრთხოების ანალიზის და შეფასების მიზნით;
- ინციდენტების გამოკვლევა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ტექნიკური განათლება/პროფესიული განათლება;
- ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- ოპერაციული სისტემების MS Windows 7, 8, 10 სრულყოფილი ცოდნა;
- IP ტელეფონებთან მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა, პროფესიული მიზნით გამოყენებისთვის..
პიროვნულიუნარ–ჩვევები:
- რამდენიმე ამოცანაზე პარალელურად მუშაობის უნარი;
- დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- სისხარტე მუშაობაში;
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
- ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა.
- ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00; შაბათი 09:20-14:20 საათამდე, 40 საათიანი სამუშო კვირა.
ანაზღაურება: შეთანხმებით, კვალიფიკაციის და გამოცდილების მიხედვით.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგე ლექტრონულ მისამართეზე: hr@bermeli.ge
გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ადგილი.
გისურვებთ წარმატებას! საკონტაქტო ინფორმაცია: +995 577 658 999