გრაფიკული დიზაინერი

პრაგმა

  • თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • კონკურენტული
  • მარ 25 - აპრ 25
  • აუთსორს სერვისები
  • გამოცდილების გარეშე
ვაკანსიას ვადა გაუვიდა!

ვაკანსიის დეტალები

პრაგმა - პროფესიონალებით დაკომპლექტებული კომპანიაა, რომლის ძირითადი საქმიანობაა ორგანიზაციების დამხმარე პროცესების მართვა და აუთსორს მომსახურება. 

ჩვენ წარმატებით ვმოღვაწეობთ 2018 წლიდან და გიწვევთ შემოურთდე ჩვენს მზარდ გუნდს!  

კომპანიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლია გაეცნოთ ვებ.გვერდზე: www.pragma.ge
ვაცხადებთ  ვაკანსიას  გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე. 

ძირითადი მოვალეობები:
კომპანიის შიდა და გარე საკომუნიკაციო არხებისთვის საჭირო ვიზუალური მასალების მომზადება, კერძოდ:  
# კომპანიის ციფრული საკომუნიკაციო არხებისთვის (სოციალური ქსელები, ვებ-გვერდი)  ვიზუალური იდენტობის კონცეფციის შემუშავება და შესაბამისი პატერნების მომზადება მარკეტინგის გუნდთან ერთად; 
# კომპანიის ციფრული არხებისთვის (სოციალური ქსელები, ვებ-გვერდი) ყოველთვიური კონტენტ-კალენდრით გათვალისწინებული სხვადასხვა ტიპის ვიზუალური კონტენტის შექმნა;
# კომპანიის საჭიროების შესაბამისად სხვადასხვა კატეგორიის ვიზუალური მასალების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში (პრეზენტაციები, კატალოგები, ბროშურები, ფლაერების, ბანერები, კორპორატიული სავიზიტო ბარათები, ბლანკები, კონვერტები და სხვა ბეჭდვითი მასალები).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
# უმაღლესი განათლება რელევანტურ დარგში ან/და შესაბამისი კურსები; 
# გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;  
# Adobe Photoshop-ის, Adobe Illustrator-ისა და Adobe Indesign პროგრამების საფუძვლიანი ცოდნა; 
# კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;  
# უცხო ენების ცოდნა (ინგლისური ან/და რუსული).

სამუშაო პირობები:
# სამუშაო რეჟიმი/გრაფიკი: სრული, 09:00-18:00 მდე, კვირაში 5 სამუშაო დღე;
# სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი, ეთერ ბოცვაძის ქ. #4; "ქებული კლიმატის" სათავო ოფისი;

სოციალური პაკეტი:
# ჯანმრთელობის დაზღვევა;
# Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
# ლანჩით უზრუნველყოფა;
# ყოველთვიური ავანსით სარგებლობა (სურვილის შემთხვევაში);
# კორპორაციული ნომერი;
# პარკინგი;

შრომითი ხელშეკრულების ფორმა და ვადა:
# წერილობითი ხელშეკრულება 1 წლით, აქედან პირველი 6 თვე გამოსაცდელი ვადა;
# ხელშეკრულების შემდგომი გაგრძელება: შრომის კოდექსით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად;

საბუთების მიღება:
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე და პორტფოლიო შემდეგ მისამართზე: vacancy@pragma.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება 

კონკურსის პირობები და ეტაპები: 
# კანდიდატები შეირჩევიან მოკლე სიისა და გასაუბრების საფუძველზე
# დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. კომპანია ბოდიშს უხდის ყველა კანდიდატს, რომ მათი ინფორმირება ვერ მოხდება ინდივიდუალურად

გაცნობებთ, რომ ვახორციელებთ კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

დასაქმებულის უფლებები:
როგორც წინასახელშეკრულებო, ასევე დასაქმების შემდგომ პერიოდში თანამშრომელი სარგებლობს  შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით. კომპანია იცავს და ემორჩილება დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის პრინციპს. 

 

ვაკანსიას ვადა გაუვიდა!